მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებული აფხაზეთის ექსპრემიერი ლეონიდ ლაკერბაია პოლიტიკაში ბრუნდება

ოკუპირებული აფხაზეთის ექსპრემიერი ლეონიდ ლაკერბაია პოლიტიკაში ბრუნდება

Published on

დე-ფაქტო აფხაზეთის  ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ მან სააგენტო ,,«Абхазия-Информ» – ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ლეონიდ ლაკერბაია სოხუმში მომხდარი სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ ჩრდილში იყო გამდგარი და, ექსპრეზიდენტ ანქვაბისგან განსხვავებით, არც მედიაში, არც საზოგადოებაში არ გამოჩენილა. ერთნი ამბობდნენ, რომ იგი მძიმედ არის ავად, მეორენი თვლიდნენ, რომ მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, ჭორები კიდევ უფრო გამრავლდა  მას შემდეგ, რაც იგი პარტია ,,ამცახარას'' ყრილობაზეც არ მივიდა, – გავრცელდა ხმები, რომ იგი თანამოაზრეებს განუდგა და ახალ ხელისუფლებასთან შეკრა პირი. 

როგორც აღმოჩნდა, ლეონიდ ლაკერბაიას პოზიცია არ შეუცვლია, იგი კვლავ ანქვაბის თანამოაზრედ  და თანამებრძოლად რჩება, მთელი ეს წელი ცხოვრობდა გუდაუთაში და წინანდებურად მიიჩნევს, რომ ის, რასაც ხაჯიმბას  ხელისუფლება ხალხის არჩევანს უწოდებს, სხვა არაფერი იყო, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება. ,,მე არასოდეს ვითანამშრომლებ ძალებთან, რომელთაც ფეხქვეშ გათელეს კონსტიტუცია – აცხადებს იგი. – უკვე ვგრძნობ მზაობას დავუბრუნდე აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას და თანამოაზრეებთან ერთად ვებრძოლო ნეგატიურ მოვლენებს ქვეყნის სწორ გზაზე გასაყვანად. 

შეგახსენებთ, ლეონიდ ლაკერბაიას მაშინ ოპოზიციაში მყოფი ხაჯიმბა  საქართველოსადმი ლოიალობასა და გალის ქართული მოსახლეობის მფარველობაში ადანაშაულებდა 

 

 

სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...