მთავარისიახლეებისაზოგადოებაNDI - მოსახლეობის 60 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას არჩევნებზე

NDI – მოსახლეობის 60 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას არჩევნებზე

Published on

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) პარტიების მხარდაჭერის შესახებ კვლევებს აქვეყნებს. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას – NDI-ის კვლევების მიხედვით ამ კითხვაზე 60 პროცენტს უარყოფითი პასუხი აქვს. 35 პროცენტი კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს. 

მათგან, ვინც აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს ვის მისცემს ხმას, 30 პროცენტი კოალიცია ქართულ ოცნებას ასახელებს, 25 პროცენტი ნაციონალურ მოძრაობას, 12 პროცენტი კი თავისუფალ დემოკრატებს

ყველა გამოკითხულმა უპასუხა კითხვას, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. მათგან 18 პტოცენტი ქართულ ოცნებას ასახელებს, 14 პროცენტი – ნაციონალურ მოძრაობას, გამოკითხულთა 9 პროცენტი კი თავისუფალ დემოკრატებს. 30 პროცენტი კი აცხადებს, რომ არცერთი პარტია არ დგას მათ შეხედულებებთან ახლოს. წინა კვლევებთან შედარებით ქართული ოცნების მომხრეთა რაოდენობა გაზრდილია 14-დან 18-მდე. 

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...