მთავარისიახლეებისამართალისოფელ ნარაზენში 60 წლამდე მამაკაცი ქვით მოკლეს

სოფელ ნარაზენში 60 წლამდე მამაკაცი ქვით მოკლეს [Video]

Published on

მკვლელობა ზუგდიდის რაიონში-60 წლის ტაქსის მძღოლი, სოსო ეხვაია ყაჩაღებმა ქალაქ ზუგდიდიდან სოფელ ნარაზენში წაიყვანეს, სადაც მისთვის ფულისა და მანქანის წართმევა სცადეს. მამაკაცმა დამნაშავეებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მას თავში ქვა ჩაარტყეს და მოკლეს. თავდამსხმელებმა მამაკაცი გაძარცვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით გარდაცვლილი ეკალ-ბარდებში დამალეს. დამნაშავეებმა მანქანა გაიტაცეს, თუმცა მოგვიანებით ავტომობილი იქვე მიატოვეს და მიიმალნენ. გარდაცვლილი მამაკაცი ახლობლებმა თითქმის 24 საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. სოსო ეხვაია ზუგდიდში ცხოვრობდა. ოჯახი მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ითხოვს.

სიახლეები

სხვადასხვა ნივთში დამალული ოქრო გადმოჰქონდა – საგამოძიებომ სარფში 1 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში ქვეყნის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა...

ნაურუმ ე.წ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნაურუმ ოკუპირებულ, თვითაღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები...

იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე სამი პირი დავაკავეთ – სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო...