მთავარისიახლეებიპოლიტიკავიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნება სავარაუდოდ 21-22 დეკემბრამდე გადაიდო

ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნება სავარაუდოდ 21-22 დეკემბრამდე გადაიდო

Published on

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც დღეს იგეგმებოდა,  გადაიდო. შესაბამისად, გადაიდო საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის პრესკონფერენციაც, რომელიც საქართველოს მიერ "სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის" შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დღეს უნდა გამართულიყო. 

 გადაწყვეტილება, რომ საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით მოხსენება დღეს არ გამოქვეყნდება, დაადასტურა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მოლოდინი იყო, რომ ანგარიში დეკემბერში უნდა გამოქვეყნებულიყო. – განაცხადა მან – კომისია მუშაობს ამ საკითხზე ქვეყნების ხელისუფლებებთან ერთად. დებატები, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოში დღეს გვქონდა, ლიბერალიზაციის თაობაზე კარგად წარიმართა და მოვისმინეთ ზოგადი შეფასებები.

ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის და ევროკავშირი ძალღონეს არ დაიშურებს, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესახებ მოხსენება დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდეს.

 საქართველოს ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნების გადადება საქართველოსთან არანაირ კავშირში არ არის. "შემატყობინეს ოფიციალურად, რომ რამდენიმე დღით გადაიდო, მაგრამ ასევე შემიძლია ვთქვა და ესეც ოფიციალურად მითხრეს, რომ ეს გადადება საქართველოსთან არაფერ კავშირში არ არის. ჩვენი ანგარიში, როგორც ვიცი, იქნება საბოლოოდ პოზიტიური". 

გუშინ ევროკავშირში სატელეფონო საუბრები მქონდა და გეტყვით, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენთან მიმართებაში არავითარი პრობლემა არ არსებობს , – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების გადადება მხოლოდ ტექნიკურ დეტალებს უკავშირდება.
"საუბარია რაღაც ტექნიკურ დეტალებზე, რაც ჩვენს ქვეყანას არ ეხება. ასე რომ გთხოვთ, დაველოდოთ ევროკომისიის საბოლოო ანგარიშს, რომლის გამოქვეყნება უახლოეს დღეებში მოხდება", – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...