პარლამენტის თავმჯდომარე ,,კოკაინის საქმის” ერთერთი მონაწილის პოლიტპატიმრის სტატუსით ამნისტირების მცდელობასთან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებს

0
425

ე.წ. ამნისტიას დაქვემდებარებულ პოლიტმატიმართა სიების გარშემო ატეხილი სკანდალი გრძელდება.

პარლამენტის თავმჯდომარე კომენტარს აკეთებს ე.წ. კოკაინის საქმეზე,  რომლის გამოც ალეკო ელისაშვილი პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლაზე ლაპარაკობს. დავით უსუფაშვილი რესპუბლიკურ პარტიასთან ამ დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილის   წარსულში არსებულ კავშირზე ლაპარაკობს  და განმარტავსთუ რა შემხებლობა ჰქონდა რესპუბლიკურ პარტიას ნუგზარ ბოჭორიშვილთან, რომელიც სიაში ვერ მოხვდა, მაგრამ მაღალი თანამდებობის პირთა პროტეჟე იყო სიების შედგენის პროცესში.

 უსუფაშვილი განმარტავს, რომ  2011 თუ 2012 წელს მანანა კობახიძემ, როგორც ბოჭორიშვილის ადვოკატმა, მართლაც  მიმართა პარტიას ოფიციალურად, მიეწოდებინათ  მისთვის ინფორმაცია, იყო თუ არა ბოჭორიშვილი პარტიის აქტივისტი და ჰქონდა თუ არა ფინანსური კონტრიბუციები და ა.შ.

,,ჩემი ხელმოწერით არის ეს წერილი გაცემული მაშინ, რომ ის იყო პარტიის წევრი 2008 წლამდე, საწევროს იხდიდა 2008 წლამდე, სხვა რაიმე განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩეოდა. მეორე ეპიზოდი ბატონ ბოჭორიშვილთან დაკავშირებით, ეს იყო 2012 წლის შემოდგომაზე, როდესაც პარლამენტი მუშაობდა პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირების გათავისუფლების საკითხებზე. მაშინ ბოჭრიშვილის გვარი მოხვდა შესაძლო პოლიტპატიმრების წინასწარ სიაში, რომლებსაც შეიძლებოდა შეხებოდა პარლამენტის გადაწყვეტილება. როდესაც ჩვენ, რესპუბლიკურ პარტიას  ამის თაობაზე გვკითხეს, ჩვენი პასუხი იყო ძალიან მკაფიო – რომ ჩვენ არც ერთ ეტაპზე არ განგვიხილავს ბოჭორიშვილი პოლიტპატიმრად და არ ჩაგვითვლია, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ზომები სახელმწიფოს მხრიდან უკავშირდებოდა მის პოლიტიკურ აქტიურობას. ჩვენი პასუხის და ჩვენი შეფასების გამო, იგი ამოღებული იქნა სიის პირველადი ვერსიიდან,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

წინა სტატიასაჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციაც იკრძალება.
შემდეგი სტატიანაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ეკა ბესელიამ და მანანა კობახიძემ გამოძიების დასრულებამდე თანამდებობები უნდა დატოვონ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური