მთავარისიახლეებისამართალისამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია ბრალდებას უარყოფს

სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია ბრალდებას უარყოფს

Published on

 

ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ყოფილი მაღალჩინოსნების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს. დათა ახალაია, გიგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა ცემისა და წამების ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში ორი დღის წინ მისცეს.

პროცესის დაწყებამდე ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატებმა ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთეს.  ახალაიას, კალანდაძის, ქარდავას და შამათავას ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობას დაადასტურებს, აქედან გამომდინარე, ისინი ითხოვენ, ამ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ იქნას გამოყენებული.

ამასთან, დათა ახალაიას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ პროკურატურა რუსეთის დავალებით მოქმედებს.

"პროკურატურა სრულ აბსურდში გადავარდა, როგორც სჩვევია. იგი რუსეთის სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებს,"- აცხადებს ზაქარეიშვილი.

გიგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და დათა ახალაია საქართველოში არ იმყოფებიან, რომან შამათავა კი პატიმრობაშია და დღევანდელ პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრება. 

რაც შეეხება შსს სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილ თანამშრომელს  გიორგი სამუშიას, იგი პროცესს ესწრება და კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას. იგი აცხადებს, რომ   მასზე დიდი ხანია მიმდინარეობს ზეწოლა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის, კერძოდ, უფროსის მოადგილის მხრიდან   სასურველი ჩვენებების მიღების მიზნით. 

"მას ჰგონია, რომ მე მაქვს მონაწილეობა მიღებული მის დაკვებაში და შური უნდა იძიოს ამის გამო. დამიბარა მარტში ზუგდიდის მთავარ სამმართველოში რომ უნდა დავეხმარო ახალაიების და ქარდავების წინააღმდეგ საქმის აღძვრაში იმიტომ, რომ მე მათთან მიმუშავია და ბევრი რამე ვიცი. თუ მე მივცემ იმ ჩვენებას, რაც მას სურდა, დამნიშნავდა თანამდებობაზე თუ არა და მე მოვხვდებოდი ციხეში,"- განაცხადა ბრალდებულმა. 
პროკურორი დავით ნეფარიძე თვლის, რომ ხუთივე ბრალდებულსაღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უნდა შეეფარდოს.  

 

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...