მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდელი მძღოლები ქალაქში თურქული კომპანიის შემოსვლას აპროტესტებენ.

ზუგდიდელი მძღოლები ქალაქში თურქული კომპანიის შემოსვლას აპროტესტებენ.

Published on

დღეს დილიდან რკინიგზის ავტოსადგურზე მძღოლების აქცია გაიმართა. სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები თურქული კომპანია მეტრო+-ის ბაზარზე შემოსვლის წინააღმდეგ გამოდიან. მძღოლების განცხადებით, კომპანიამ საქართველოში უკვე შემოიყვანა  მიკროავტობუსები და სულ მალე ალბათ მუშაობასაც შეუდგებიან. მძღოლები კი ამბობენ, რომ არ დაუშვებენ კომპანიის შემოსვლას. მოგვიანებით მძღოლებმა მერიასთან გადაინაცვლეს, სადაც მშვიდობიანი აქცია მოაწყვეს. აქციის მონაწილეებს მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ.ვიცე-მერის გია გულორდავას განმარტებით, ადგილი, სადაც კომპანია მეტრო + ის სადგური უნდა განთავსდეს,მათ მფლობელობაში არ შედის და შესაბამისად ნებართვასაც ვერ გასცემენ. ტერიტორიასთან დაკავშირებით თურქული კომპანია მოლაპარაკებას აწარმოებს ყრუთა კავშირის წარმომადგენლობასთან,რომელმაც კომპანიას სარგებლობაში ტერიტორია ხელშეკრულებით ერთი წლის ვადით გადასცა. ინფორმაცია ყრუთა კავშირში დაადასტურეს.

სიახლეები

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...

ლავროვი აშშ-ში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის ქალაქ ატლანტაში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს „დიდი...

რუსეთმა დნიპროს რკინიგზის სადგურს განმეორებით დაარტყა – დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 30 ოქტომბრის ღამეს უკრაინის ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურზე განმეორებითი იერიში მიიტანეს....

ზამირ როგავას დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა დაკავეს

ზამირ როგავას დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა, რომელსაც სამართალდამცველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გუშინ დააკავეს....