მთავარისიახლეებიუკრაინავარდებისა და სტაფილოს რევოლუცია იაცენიუკისათვის?

ვარდებისა და სტაფილოს რევოლუცია იაცენიუკისათვის?

Published on

უკრაინის უმაღლეს რადაში, პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის სიტყვით გამოსვლის დროს ხელჩართული ჩხუბი მოხდა. ერთმანეთს პეტრო პოროშენკოს ბლოკისა და "სახალხო ფრონტის" დეპუტატები დაუპირისპირდნენ. 
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა პეტრო პოროშენკოს ბლოკის დეპუტატი ოლეგ ბარნა ტრიბუნაზე ავიდა და პრემიერს წითელი ვარდების თაიგული აჩუქა, შემდეგ კი იაცენუკის ტრიბუნიდან გაყვანა ძალის გამოყენებით სცადა. ამის შემდეგ ტრიბუნასტან მიირბინეს დეპუტატებმა  სხვადასხვა ფრაქციებიდან, შეხლა – შემოხლა, რომელშიც რამდენიმე ათეული ადამიანი ჩაერთო დააახლოებით ხუთი წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც პრემიერმა    შეძლო თავისი გამოსვლის გაგრძელება. 

პეტრო პოროშენკოს ბლოკის ფრაქციის ხელმძღვანელმა იური ლუცენკომ ფრაქციის სახელით კოლეგის ქმედებებისთვის ბოდიში უკვე მოიხადა. – იუწყება  РИА Новости Украина

უკრაინული მედიის ცნობით, დღესვე ადრიანი დილიდან უმაღლესი რადის წინ შეიკრიბა ასეულობით ადამიანი, რომელიც აპროტესტებს პრემიერის პოლიტიკას და მოუწიდებს გადადგეს პოსტიდან. იაცენიუკის გამოსვლის დროს რადას შენობას შეკრებილებმა სტაფილოები დაუშინეს.

 

 


წყარო:

სიახლეები

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...

ლავროვი აშშ-ში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის ქალაქ ატლანტაში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს „დიდი...

რუსეთმა დნიპროს რკინიგზის სადგურს განმეორებით დაარტყა – დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 30 ოქტომბრის ღამეს უკრაინის ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურზე განმეორებითი იერიში მიიტანეს....

ზამირ როგავას დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა დაკავეს

ზამირ როგავას დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა, რომელსაც სამართალდამცველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გუშინ დააკავეს....