მთავარისიახლეებისამართალიდიდი ოდენობით ხე -ტყის უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია რეგიონში მოქმედი...

დიდი ოდენობით ხე -ტყის უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია რეგიონში მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი

Published on

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციისთვის, ყალბი საგადასახადო დოკუმეტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი, გოდერძი არქანია, ბორის შელია და ლაშა წიფურია დააკავა. ამავე საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა თამაზ ბუკია და სერიოჟა კვიტატიანი. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებისა და მათი თანამზრახველების  ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირდა 14  საწარმო, რომელთა შექმნის მიზანი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონოდ მოჭრილი ხის მასალის შემდგომი რეალიზაცია. ვინაიდან ხის მასალა უკანონოდ იყო მოპოვებული,  ბრალდებულები  მათ მართვაში არსებულ საწარმოთა შორის  ახდენდნენ ფიქტიურ ოპერაციებს, რითაც ქმნიდნენ  ყალბ მონაცემებს მასალის ნაშთის შესახებ, შემდგომში კი გაყალბებულ დოკუმენტაციას იყენებდენენ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის თბილისში ტრანსპორტირებისა და რელიზაციისათვის. 

საერთო ჯამში, ბრალდებულების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმეტების გამოყენებით რეალიზებულია 3 200 000 ლარის (დაახლოებით 6 800 კუბურ მეტრი) უკანონოდ მოჭრილი ხის მასალა, ხოლო მათი საწარმოების მხრიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 1 250 000 ლარს აღემატება. 
დანაშაულში მონაწილე ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-გამოვლენის მიზნით  გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის  2-ე ნაწილის   „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით. 

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...