მთავარისიახლეებიპოლიტიკათინა ხიდაშელი: მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა დაამსხვრიოს კედლები, რომლებიც დგას საქართველოსა...

თინა ხიდაშელი: მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა დაამსხვრიოს კედლები, რომლებიც დგას საქართველოსა და ნატოს შორის

Published on

 საქართველოს დღეს თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს  აშშ-ში დღეს  დაწყებული ვიზიტის ფარგლებში პირველი გამოსვლა ჰქონდა სტრატეგიული და  საერთაშორისო კვლევების ცენტრში.  თინა ხიდაშელმა უპასუხა არაერთ შეკითხვას საქართველოს საგარეო პოლიტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, რუსეთთან ურთიერთობის შესახებ და ასევე საქართველო-ნატოს ურთიერთობაზე

„რაც შეეხება მოლოდინს ვარშავის სამიტზე, მე ვცდილობ ვიყო რაც შეიძლება გაწონასწორებული, რადგან ყველაზე უარესი რაც მოხდა საქართველოსთვის, იყო 2008 წელს, როცა მოლოდინი იყო ძალიან მაღალი. ბუქარესტის გადაწყვეტილებაზე ჩვენ ყველანი ველოდებოდით გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებას, თუმცა მივიღეთ გაწევრიანებაზე დაპირება, რაც მაპზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო იმ მომენტში.

გაწევრიანებაზე დაპირება მაპთან ერთად იდეალური იქნებოდა, გაწევრიანებაც იდეალური იქნებოდა, თუმცა ჩვენ იდეალურ სამყაროში არ ვცხოვრობთ. ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი ამ მოლოდინების სამართავად. ჩვენმა საზოგადოებამ, რომელთანაც სრული კომუნიკაცია გვაქვს იცის, რომ მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა დაამსხვრიოს ის კედლები, რომლებიც დგას საქართველოსა და ნატოს შორის“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

 დღესვე თავდაცვის მინისტრი ევრაზიის ებრაელთა მხარდამჭერი ეროვნული კოალიციის წარმომადგენლებს, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაიტს, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს კენეტ ვოლაკს, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის ხელმძღვანელს სტეფენ ჰედლის და ინსტიტუტის პრეზიდენტს ნენსი ლინდბორგს შეხვდა. 
 

სიახლეები

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა დღეს, 14:00...

“ეს არჩევნები წავაგეთ” – ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ქვეყნის მმართველი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ...

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...