მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სიყალბისა და ფარსის მონაწილე'' თეა წულუკიანი ,,წუხს", რომ ირაკლი ალასანიას...

,,სიყალბისა და ფარსის მონაწილე” თეა წულუკიანი ,,წუხს”, რომ ირაკლი ალასანიას ,,სისულელეში გვერდში არ დაუდგა”

Published on

,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია  აცხადებს, რომ  ირაკლი შოთაძე  მთავარ პროკურორის პოსტზე  პოლიტიკური დაკვეთის შესრულების სანაცვლოდ დააწინაურეს და ამ პროცესის მონაწილე იუსტიციის მინისტრი თეა წულიკიანიც არის.  ,, ძალიან სამწუხაროა, რომ ის ამ სიყალბისა და ფარსის ნაწილი გახდა", – აღნიშნავს ირაკლი ალასანია.

 თეა წულუკიანი  ყოფილი თანაგუნდელის განცხადებას ჩვეული აპლომბითა და ლექსიკით  ეხმაურება:  ,,ძალიან ვწუხვარ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მე ირაკლი ალასანიას, როგორც პარტიის წევრი სისულელეში გვერდით არ დავუდექი, მიმაკუთვნა ქართველების იმ ჯგუფს, რომლებსაც ის უხარისხო ქართველებს ეძახის.  მე ვისურვებდი, რომ ირაკლი ალასანიამ თავისი პარტია "რეალ ტვ"-ს არ დაამსგავსოს, გააძლიეროს და ღირებულებებზე ესაუბროს საზოგადოებას, ამომრჩეველს და არა რომელიმე ერთ მინისტრს, რადგან პარტიის რეიტინგი დამტკიცდება არჩევნების დღეს"

 თეა წულუკიანის განცხადებით,   ძალიან ბევრს ანერვიულებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ჰყავს 6 წლით არჩეული,  პარლამენტის მიერ ნდობაგამოცხადებული მთავარი პროკურორი.,,, ვისაც ეს ანერვიულებს, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ ვინც ნერვიულობს, კარგია, თუ სასამართლო დარბაზში დაამტკიცებს საკუთარ სიმართლეს.''

 

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...