ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს საღამოს ზუგდიდში, თავისუფლების (ყოფილი მახარაძის) ქუჩაზე, მე -6 საჯარო სკოლის წინ. არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი, ერთ-ერთი სადისტიბუციო კომპანიის კუთვნილი ფორდის ტიპის მიკროავტობუსი საპირისპირო მხარეს მომავალ ოპელის მარკის მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები. მიკროავტობუსში მყოფი ორი დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაც შეეხება მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს, მას სახის მცირედი დაზიანებები აღენიშნებოდა. რაც შეეხება მიკროავტობუსში მყოფი პირების მდგომარეობას – ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მორიგე ექიმის განცხადებით, მათ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის სახის ძვლის მოტეხილობები. ისინი მკურნალობის პროცესს ამ წუთებშიც გადიან. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით აღძრულია თუ არა საქმე და თუ მიმდინარეობს გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია.
სიახლეები
საზოგადოება
დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს
„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...
მსოფლიო
ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“
„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...
საზოგადოება
ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა
საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...
მსოფლიო
არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...