მთავარისიახლეებისამართალიწუხელ ახალსოფელში ყაჩაღობა მოხდა

წუხელ ახალსოფელში ყაჩაღობა მოხდა

Published on

შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, წუხელ გვიან ღამით ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში ყაჩაღური თავადასხმა მოხდა.

სამი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა სოფლის მკვიდრის, შუახნის ასაკის ქალბატონის მადონა ხვიტიას სახლში და   ძვირფასეულობისა და თანხის გამოტანა მოსთხოვა. გამომძალველები ყოველი უარის შემდეგ ქალბატონს იარაღის კონდახებით სცემდნენ.  ასე გრძელდებოდა მთელი ნახევარი საათი, სანამ მეზობელმა კივილს მოკრა ყურს და პოლიცია გამოიძახა.

ადგილზე მისულმა პოლიციამ სამივე დამნაშავე  შემთხვევის ადგილიდან მოშორებით დააკავა. ერთ-ერთი დაკავებული მადონა ხვიტიას ახლობელი აღმოჩნდა და როგორც ჩანს,  იცოდა, რომ ოჯახში დიდი რაოდენობით ოქროს სამკაული ინახებოდა და ამასთან ქალს თურქეთში მყოფმა შვილმა ვალის გადასახდელად ახლო ხანებში გარკვეული  თანხა გამოუგზავნა. 

დაკავებულები ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში არიან გადაყვანილი. ნაქურდალისამოღებულია, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე ძარცვის მუხლით"

დაშავებულ ქალბატონს გაეწია  სამედიცინო დახმარება, ექიმების თქმით, მისი   მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოდ სიმძიმისაა დსიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის. 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...