მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტში მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტში მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილვა მიმდინარეობს

Published on

მთავარი პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე დილიდან პარლამენტში იმყოფება,დღეს გადაწყდება დაამტკიცენს თუ არა პარლამენტი მის კანდიდატურას, რომელიც უკანასკნელ ხანებში ფართო საზოგადოების მსჯელობის საგნად იქცა.  დღეს გამოქვეყნდა  30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვა პარლამენტს, რომელშიც   – კოალიცია ”დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმასაჯულებისთვის” მოუწოდებს კანონმდებლებს გაითვალისწინონ პოლიტიკური პასუხიმგლებლობა და ისე მიიღონ გადაწყვეტილება ირაკლი შოთაძეს დანიშვნასთან დაკავშირებით.

 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანდიდატურის შერჩევის პროცესის დროს ბევრი ხარვეზი გამოვლინდა. ის ფაქტი კი, რომ მოქმედი მთავარი პროკურორის მოადგილე ინიშნება უწყების ხელმძღვენლად დამატებით კითხვებს აჩენს.

უკვე დაიწყო მისი მოსმენა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტებში და გაკეთდა კანდიდატის  პირველი განცხადებებიც, რომლებიც უკავშირდება მის ხედვას   სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაგრძელებაზე, სტრუქტურის დეპოლიტიზებასა და გახმაურებული საქმეების გამოძიებაზე.

როგორც მთავარი პროკურორობის კანდიდატი ამბობს, ის იღებს პასუხისმგებლობას გამოუძიებელ საქმეებზე და იძლევა პირობას, რომ ეს საკითხი გადაწყდება იმგვარად, რომ ადგილი არ დარჩება პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. ეს გამცხადება მან გააკეთა  ოპოზიციის შენიშვნების პასუხად და განაცხადა, რომ ყველა საქმე მიდის პროცედურების მიხედვით და ოპოზიციის შენიშვნები სპეკულაციაა.  

„გამოძიება სამართლებრივი პროცესია, რომელიც მიმართულია შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისკენ, სამართლებრივი პროცედურების ჩატარებისაკენ. ყველაფერს თავისი წესი აქვს, რაც მკაცრად განსაზრღვულია კანონში. შესაბამისად, პოლიტიკური სპეკულაციები სისხლის სამართლის საქმეებზე უსაფუძვლო იქნება და ამაში დარწმუნდება ყველა, როდესაც მე თითოეულ კითხვას პასუხს გავცემ," – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მოსმენების დაწყებამდე ირაკლი შოთაძემ  ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. "იქნება სიახლეები, რაც გულისხმობს პროკურატურის რეფორმირების და დამოუკიდებლობის გაძლიერებას, ასევე სამართლიანობის აღდგენის პროცესის მაქსიმალურად გაძლიერება და დაჩქარება და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებს გადადგმა. ასევე მოხდება პროკურორების და გამომძიებლების კვალიფიკაციის მაქსიმალური ამაღლება," – განმარტა ირაკლი შოთაძემ.  

 

 

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...