მთავარისიახლეებისამართალისუს-ის მიერ დაკავებული დავით ბორჩაშვილის მამხილებელი კადრები "იუთუბიზე"?

სუს-ის მიერ დაკავებული დავით ბორჩაშვილის მამხილებელი კადრები “იუთუბიზე”?

Published on

მედიაში ვრცელდება კადრები "იუთუბიდან", სადაც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული დავით ბორჩაშვილი ფიგურირებს. ერთ-ერთი ვიდეოში ჩანს, რომ ის შეიარაღებულია და რამდენიმე პირთან ავტომობილით გადაადგილდება. კიდევ ერთ ვიდეოში კი სავარაუდოდ დავით ბორჩაშვილი მებრძოლის დაკრძალვის ცერემონიაში ჩანს. 
ჯერჯერობით სამართალდამცავი უწყებები აღნიშნულ მასალებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ვიდეომასალები "იუთუბზე" 21 ნოემბერს არის ატვირთული და ავტორებად მითითებული არიან "პანკისკი" და "ალ შიშანი". 
საქართველოში დაბრუნებული დავით ბორჩაშვილი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. 
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მოქალაქე დავით ბორჩაშვილი დააკავეს სსსკ-ის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანზიაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს", – აცხადებენ სუს-ში. 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...