მთავარისიახლეებისაზოგადოებააუცილებელი ინფორმაცია მგზავრებისათვის

აუცილებელი ინფორმაცია მგზავრებისათვის

Published on

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ავტობანზე მოძრაობა შეფერხებულია.
ხაშურთან დატბორილია მაგისტრალის ერთი ნაწილი, რის გამოც ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ. 
სენაკის შესასვლელთან სტიქიამ გზა დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე განმარტებით, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და გადაერთო სენაკში გამავალ საავტომობილო გზაზე. 
"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 293-ე კილომეტრზე (ქ. სენაკში შესასვლელთან), ინტენსიური წვიმების შედეგად ადიდებულმა წყალმა გამორეცხა დროებითი შემოსავლელი გზა, რომელიც არსებული მილ–ხიდის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით იყო მოწყობილი. დაზიანდა იქვე გამავალი ცენტრალური მაგისტრალის ნაწილიც.
უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და გადაერთო ქ. სენაკში გამავალ საავტომობილო გზაზე", – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის, სტიქიით დაზიანებულ ობიექტზე მუშაობენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც სწავლობენ შექმნილ ვითარებას, რათა წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყონ გზის აღდგენის სამუშაოები.
"დაწესებული რეჟიმით მოძრაობა განხორცილდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით", – განმარტავენ უწყებაში.
 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...