მთავარისიახლეებისაზოგადოებატელმანის უბნის მოსახლეობა მთავრობის უყურადღებობას აპროტესტებს

ტელმანის უბნის მოსახლეობა მთავრობის უყურადღებობას აპროტესტებს

Published on

ბოლო  დღეებში მოვარდნილმა წვიმამ კვლავ დააზარალა ზუგდიდის რაიონ სოფელ დარჩელის ტელმანის უბნის მცხოვრებლები. ამ წუთებში ისინი  საპროტესტო აქციას მართავენ.  როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ,  მდინარე ჯუმის ნაპირების გამაგრების საკითხი  მათი გამუდმებული მოთხოვნის მიუხედავად ჭიანურდება, რის გამოც ყოველი წვიმის შემდეგ მოდიდებული მდინარე  მორღვეული დამბიდან სოფლის სავარგულებსა და სამოსახლოებში გადმოედინება და  საცხოვრებელი სახლების ქვედა სართულებს ტბორავს.  ნადგურდება ნათესები, წყალს მიაქვს შინაური ფრინველები და ცხოველები . სოფლის მცხოვრებლები აპროტესტებენ ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობას და კატეგორიულად მოითხოვენ ჯუმზე გარღვეული დამბის აღდგენასა და სხვა ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას. ეს არ არის პირველი საპროტესტო აქცია, რომელსაც ტელმანის უბნის მოსახლეობა ჯუმის გამაგრების მოთხოვნით მართავს. ასეთივე მდგომარეობა შეიქმნა ივნისის დამლევს, როცა ღვარცოფმა მოსახლეობის ყანები და  საცხოვრებელი სახლები დაააზარალა, თუმცა დაპირების მიუხედავად ზაფხული ისე გავიდა, ჯუმის მორღვეული დამბისთვის არავის მიუხედავს. 

 

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...