მთავარისიახლეებისაზოგადოება13 ნოემბერი კახა ბენდუქიძის დაბადების დღეა

13 ნოემბერი კახა ბენდუქიძის დაბადების დღეა

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელი  მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ ფეისბუქგვედზე  კახა ბენდუქიძის გარდაცვალების წლისთავს ეხმაურება: 

განსაკუთრებულად დავუახლოვდი მისი სიცოცხლის ბოლო რამდენიმე თვეში. ძალიან ბევრს ვსაუბრობდით და ვხედავდი როგორ ნერვიულობდა. მასზე საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, ერთ-ერთ მათგანში ორივე ვფიგურირებდით. ერთის მხრივ მას მუდმივად პატიჟებდნენ უკრაინაში და რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერიც იწვევდა, მეორეს მხრივ ივანიშვილის გარემოცვამ შემოუთვალა 6 კვ.მ საკანში დაგამწყვდევთ და დაბანის საშუალებაც კი არ გექნებაო. დაუბანელობის საფრთხეს განსაკუთრებით განიცდიდა. ამას ისიც დაემთხვა, რომ მალტამ ძალიან გაუჭიანურა მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა და პრაქტიკულად ჰაერში გამოეკიდა. ძალიან გახდა. მუდმივად ვცდილობდი გამემხნევებინა, რამდენიმე დღით წავედით ალბანეთში, პრემიერ მინისტრის ოფიციალურ აგარაკზე ზღვის პირას გავჩერდით. შემდეგ ყოველ დღე ვურეკავდი. 

11 ნოემბერს ვკითხე თუ როგორ გრძნობდა თავს, მტრის ჯინაზე ყველაზე კარგადო – მიპასუხა. 12-ში დილით გავიგე, რომ უკრაინის ეკონომიკის მინისტრად უნდა დანიშნულიყო. გახარებულმა დავუწყე რეკვა, ბევრჯერ ვცადე დაკავშირება და არც-ერთხელ არ გადმორეკა, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა, მაინც ჩემი ინიციატივით დავუნიშნე რამდენიმე ინტერვიუ უკრაინულ ტელეარხებზე და შეხვედრები მთავრობაში. საღამოს 11 საათზე გავიგე მისი გარდაცვალების ამბავი… 

უკრაინაში ბოლო წელიწადში მასზე რამდენიმე წიგნი გამოვიდა და მისი სახელობის ცენტრი შეიქმნა. საქართველოში კი…

ნიკუშასთან ერთად ეს ფოტო მე გადავუღე ალბანეთში – დასძენს მიხეილ სააკაშვილი



 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...