მთავარისიახლეებიეკონომიკაფინანსთა მინისტრს 2016 წლისათვის პენსიის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი ჯერ...

ფინანსთა მინისტრს 2016 წლისათვის პენსიის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი ჯერ არ აქვს

Published on

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პარლამენტს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს აცნობს. 2016 წლისათვის პენსიის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი ფინანსთა მინისტრს ჯერ არ აქვს. ნოდარ ხადურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების პასუხად მხოლოდ ის განაცხადა, რომ მუშავდება ვარიანტები და მთავრობის პოზიცია ახლო მომავალში გახდება ცნობილი.  "ჩვენ ერთხელ შევიკრიბეთ. მზად ვარ კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ. გავიაროთ ვარიანტები, რომელიც მუშავდება ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. მთავრობის პოზიცია ამასთან დაკავშირებით ძალიან მალე გახდება ცნობილი", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

შეგახსენებტ, ერთიანი ნაციონალური მოზრაობა მომავალი წლის ბიუჯეტში გაზრდილი პენსიის გათვალისწინებას ითხოვს და თვლის და ასაბუთებს, რომ სავსებით რეალურია პენსიის 50 ლარით გაზრდა, თუ შემცირდება  უსარგებლო ხარჯები: კერძოდ, ადმინისტრაციული ხარჯები, არასაჭირო პრემიები და დანამატები, ასევე შესყიდვები, რომლებიც ემსახურება მხოლოდ სახელმწიფო მიხელეების კომფორტს – ახალ მანქანებს, ახალ ავეჯს და სხვ. აგრეთვე სხვადასხვა პროგრამებს, რომლებიც ბიუროკრატიის შესანახდაა გათვალისწინებული ბიუჯეტში.  

,,საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და გაჭირვებულ ფენას მიეკუთვნებიან პენსიონერები , რომელთაც ეკონომიკურმა კრიზისმა და ფასების ინფლაციამ ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა. 10%-ით არის გაზრდილი ფასები მედიკამენტებსა და ჯანდაცვაზე, 7%-ით – კომუნალურ გადასახადებზე. ასეთ პირობებში პენსიის არგაზრდა პენსიონერთა დიდი ნაწილის სიღატაკისთვის გაწირვას ნიშნავს.  გასათვალისწინებელია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრომ საარსებო შემწეობა მოუხსნა 30,000 პენსიონერს, რომელთაგან ნახევარზე მეტი მარტოხელაა და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.  ბოლო 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუროკრატიის პრემიებსა და დანამატებზე 400 მლნ ლარამდეა დახარჯული მაშინ, როცა პენსიის 50 ლარით გაზრდას 420 მლნ ლარი სჭირდება –აცხადებენ პარტიაში.



 

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...