,,გიორგი მარგველაშვილი ყველას პრეზიდენტია” – ფიქრია ჩიხრაძე მის მიერ მოშიმშილეთა მონახულებაზე თინა ხიდაშელის მწვავე რეაქციას ეხმაურება

0
424

მთავრობის ადმინისტრაციასთან "პატრიოტთა ალიანსის" ლიდრები შიმშილობენ და საგარეჯოს მაჟორიტარულ არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, ისინი გაყალბების ხელშეწყობაში ისინი  თინა ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს ადანაშაულებენ.

გუშინ მოშიმშილეები პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ მოინახულა. ამ ფაქტს თავდაცვის მინისტრის მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ""ადმინისტრაციის წინ აქცია ძალიან კონკრეტული გზავნილის მატარებელია. იქ როდესაც მიდის ამხელა ადამიანი, სწორედ ამ მიზანს უნდა შეეხმიანოს. 1. ან სოლიდარულია; 2. ან უბრალოდ ჰუმანისტია; 3. ან საქმეში გარკვევა უნდა. თუ მხოლოდ მეორეა, ამ ნაწილში ვეთანხმები, მაგრამ ამასობაში გაუგებარია, თუ ამიტომ მიხვედი, "არ არის შიმშილობა სწორი" მესიჯი გაქვს, რა შუაშია ყველაფერი დანარჩენი, რაც მოვისმინეთ?! თუ ამიტომ არ მიხვედი და პირველი ამბავია, ესეც გასაგებია, მარამ მაშინ გეყოს გამბედაობა და პირდაპირ თქვი, რომ არჩევნები გაყალბდა. ისიც თქვი, ვინ გააყალბა, შეუერთდი მოთხოვნას და შესაბამისად, მზად იყავი იმისთვის, რომ პასუხი გასცე კითხვებს, რომელიც ძალიან ბევრი იქნება შენი მისამართით და მოგთხოვს დასაბუთება/დადასტურებას; ხოლო თუ მესამე ამბავია, მაშინ იქ წუწუნი, საერთოდ კოდექსი მისახედია და ა.შ., ამაზე ადრეც ვამბობდით, აღარ არის საინტერესო, თუ ვერ ბედავ, სადაც მიხვედი და, რასაც ითხოვენ, იმ თემაზე ერთმნიშვნელოვანი პოზიციის ქონას", – წერს  "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ხიდაშელი, რომელიც ამჟამად უცხოეთში იმყოფება ვიზიტით. 

უწყების ხელმძღვანელს კითხვები აქვს ფიქრია ჩიხრაძესთან, როგორც თავდაცვის მინისტრს მთავარსარდლის მრჩეველთან. მაგალითად: რა ინფორმაცია აქვს ფიქრია ჩიხრაძეს მუხროვანის შესახებ და რა წყაროებიდან; მოხდა თუ არა მუხროვანში ამ არჩევნებისთვის ხელოვნურად სამხედროების რიცხვის გაზრდა; კი თუ არა, რამდენით გაიზარდა/შემცირდა ხელოვნურად? უნდა ჩამოგვერთვა თუ არა ქვეყანას საქართველოს მოქალაქეებისთვის კანონით მინიჭებული ხმის უფლება 31 ოქტომბერს, მხოლოდ იმიტომ რომ ფორმა აცვიათ? და სხვა. 
"სანამ ქალაბატონი ფიქრია და არა მარტო ის, მთავარ კითხვაზე არ გასცემენ პასუხს – გაყალბდა თუ არა არჩევნები საგარეჯოში, ყველა გოდება, რომ რაღაც გასასწორებელია, უბრალოდ ახირების ნაწილია," – აცხადებს თინა ხიდაშელი.

 "სიმართლე გითხრათ, ცოტა მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება და დასაბუთება იმისა, თუ რატომ გაუჩნდა პრეზიდენტს სურვილი მისულიყო მოშიმშილე ადამიანებთან,  რომლებიც ძირითადად საარჩევნო კანონმდებლობის თემაზე საუბრობენ. – ასე პასუხობს  ხიდაშელის კითხვებს ფიქრია ჩიხრაძე –  იმის მტკიცება, რომ პრეზიდენტი მიდის ყველა პოლიტიკურ ძალასთან, თუკი ამის საჭიროებას ხედავს, და რომ ის არის ყველას პრეზიდენტი, მე ვფიქრობ ჩვენ დღეს არ გვჭირდება. რაც შეეხება დანარჩენ შეკითხვას, მე მგონი, არ არის რელევანტური, რომ მათზე დავიწყოთ პასუხების გაცემა. სხვათაშორის, ეს შეკითხვები თავისთავად ამტკიცებს და განამტკიცებს იმ აზრს, რომ კანონმდებლობაში, თუნდაც საარჩევნო თვალსაზრისით, ბევრი რამ შესაძლოა იყოს შესაცვლელი და ამაზე ალბათ უახლოეს ხანებში საჭიროა დიალოგის დაწყება", – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. 

 

პრეზიდენტის მრჩეველის თქმით, ქვეყნის პირველი პირი ამ დიალოგის ხელშეწყობისთვისაც მზად არის.

წინა სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოში ,,ტვ საქართველოს” იურისტების მიერ შეტანილი სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი წყდება
შემდეგი სტატიათამაზ ურთმელიძემ თავისივე განჩინება გააუქმა და ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღადგინა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური