ნიკა გვარამია დვალსა და საყევარიშვილის ურჩევს გაემიჯნონ ურთმელიძის გადაწყვეტილებას

0
407
დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ საჯარო რეესტრში ზაალ უდუმაშვილისთვის რუსთავი 2 – ის დროებითი მმართველების მიერ უფლებამოსილების გადაცემის  ნოტარიალური გაფორმება  გამოძიების საგანი უნდა გახდეს, რადგან იგი  ამ თანამდებობის პირებმა დააყენეს ძალიან მძიმე, მათ შორის პოტენციურად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ. მოვითხოვთ, გამოძიებას, როგორ მოხდა ამ ყველაფრის ჯერ ნოტარიულად გაფორმება და შემდეგ რეგისტრაცია. ეს არის ფარატინა ქაღალდი და უნდა იყოს ბათილი, რადგან არ ახლავს სავალდებულო რეკვიზიტი –  მეორე მხარის ნების გამოვლენა," – განმარტა ნიკა გვარამიამ. 

ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის დროებითი მმართველები   სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს: 

"ჩვენ, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოვისმინეთ შეშინებული კაცუნების ბრიფინგი, სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ ეს ადმიანები თავს. უნდა ითქვას, რომ ყველაზე უფრო მეტად ისინი არ არიან შერცხვენილები, შერცხვენილია სასართლო ხელისუფლება. მეგობრებო სასამართლო ხელისუფლებიდან ხომ ხედავთ რა დღეში ხართ, რა დღეში ჩაგაგდოთ მოსამართლედ წოდებულმა ურთმელიძემ. ყველა მათ შორის ისინი ვის სასარგებლოდაც თქვენ გამოგაქვთ გადაწყვეტილებები თავს ვალდებულად, რომ დაამციროს სასამრთლო ხელისუფლება აკრიტიკონ ის და თქვა რომ უკანონო გადაწვეტილებებს იღებს. ნუ იმცირებთ თავს, იმიტომ, რომ ძალიან ძვირი ღირს თქვენი რეპუტაცია და რთული იქნება რეპუტაციის აღდგენა. გაემიჯნეთ ურთმელიძეს, ამას აკეთებთ თქვენი დუმილით, მაგრამ ეს უნდა გააკეთოთ ხმამაღლა.

გვარამია ამბობს, რომ დიდი ალბათობით დვალს და საყევარიშვილს მძიმე მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხი დაუდგებათ, იმ შემთხვევაში თუ ისინი სასამართლოში არ დააფიქსირებენ, რომ ემიჯნებიან პროცესებს. ,სრული აბსურდია დღევანდელი 2 არალეგიტიმური ცენზორის განცხადებები.  მათ თავიანთ თავზე ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა აიღეს, ეს არ არის თამაში, რაშიც თქვენ მონაწილეობთ, ბატონო საყევარიშვილო და  ბატონო დვალო, ეს ძალიან სერიოზული პროცესებია. იმავე განჩინებით, სადაც თქვენ დაინიშნეთ, აღნიშნულია, რომ თქვენი მთელი ქონებით აგებთ პასუხს ყველაფერზე, რაც რუსთავი 2-ში ხდება. ვერ გადააკისრებთ ამ პასუხისმგებლობას სხვა ადამიანებს. თქვენ თავი უმძიმეს ყულფში გაქვთ გაყოფილი და ყოველდღიურად ეს ყულფი თქვენი კისრის გარშემო იკვრება,“-განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამია დროებითი მმართველების განცხადებას რუსთავი 2-ში ტექნიკის დაზიანებასთან დაკავშირებით ბოდვას უწოდებს.

"თქვენ ხართ მშიშრები, თავის დროზე გაიქეცით კომპანიიდან, დღეს სამი დღე საკუთარ სახლებში თბილად მოკალათებულებმაც კი ვერ გაძელით ისე, რომ უკან არ დაგეხიათ და არ ჩაგესვარათ," – ასე მიმართა ნიკა გვარამიან სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის დორებით მმართველებს დავით დვალსა და რევაზ საყევარიშვილს. 

"თქვენ ხართ მშიშრები. თქვენ თავის დროზე გაიქეცით კომპანიიდან, დღეს 3 დღე საკუთარ სახლებში თბილად მოკალათებულებმაც კი ვერ გაძელით ისე, რომ უკან არ დაგეხიათ და არ ჩაგესვარათ. ჩვენ აქ ვართ გამოკეტილები როგორც ქაჯეთის ციხეში და ბოლომდე ვიცავთ კომპანიის ინტერესებს. დღეს დაადასტურეთ, რომ თქვენი განცხადებები ტელეკომპანიის დაცვაზე, მისი თავისუფლების უზრუნველყოფაზე არის სისულელე. პირველივე ხელის დაქნევაზე გაიქცევით აქედან. თქვენი სახლებიდან გაიქეცით დღეს უკანალზე ირტყამთ ფეხებს ისე გარბიხართ. რა ტელეკომპანია უნდა დაიცვათ თქვენ?! 

გამოსავალი არსებობს, ის ნაპოვნია, მიბრძანდით სასამართლოში და თქვით, რომ ემიჯნებით ამ პროცესებს. მიიღებთ მყისიერად სამართლებრივ შედეგს და საკუთარ შედეგს და საკუთარ თავსაც დაიძვრენთ იმ მძიმე მატერიალური პასუხისმგებლობიდან, რომელიც ძალიან მაღალი ალბათობით თქვენ დაგეკისრებათ მეგობრებო," – განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

წინა სტატიაზაალ უდუმაშვილმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატიაუამინდობა საქართველოში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური