მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: "ეს ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, მან გვითხრა, რომ გადის საკონსტიტუციო სივრციდან"

გიგა ბოკერია: “ეს ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, მან გვითხრა, რომ გადის საკონსტიტუციო სივრციდან”

Published on

"ეს ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, მან გვითხრა, რომ გადის საკონსტიტუციო სივრციდან,"- ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია მოსამართლე ურთმელიძის მიერ 5 ნოემბერს გამოტანილ განჩინებას.

"ეს არ არის ურთმელიძის ეს არის ივანიშვილის გადწყვეტილება. ამ ნაბიჯით ივანიშვილმა გვითხრა, რომ ის გადის საკონსტიტუციო სივრციდან. ეს ძალიან სახიფათო ნაბიჯია. აქ სიტყვის თავისუფლების საკითხი აღარ არის. ივანიშვილმა თქვა, რომ მე არ დავუშვებ კონსტიტუციის ჩარჩოებმა შემზღუდოსო. ამით ისინი ამბობენ, რომ მე ვარ და დავრჩები ხელისუფლებაში იმ წესების გარეშე რასაც კანონი ითვალისწინებსო. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ უნდა დავუშვათ. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა გვაჩვენა, რომ კონსტიტუციას ფეხს დააბიჯებს ეს გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს. ჩვენ როგორც კანონმორჩილმა ადამიანებმა ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ამ გადაწყვეტილების აღსრულება", – აცხადებს გიგა ბოკერია. 

სიახლეები

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...