მთავარისიახლეებისამართალირუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლოს გამოტანილ გადაწყვეტილებას მესამე სექტორი ეხმაურება

რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლოს გამოტანილ გადაწყვეტილებას მესამე სექტორი ეხმაურება

Published on

რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლოს გამოტანილ გადაწყვეტილებას ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ, მესამე სექტორი ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ ზემდგომი ინსტანციების გადაწყვეტილება არ გააჩენს დამატებით კითხვებს.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებლის ელენე ხოშტარიას შეფასებით, სახელმწიფომ გადაწყვიტა სამართლებრივი ველიდან გასვლა და საზოგადოებასთან და ტელევიზიასთან უკანონო გზით ურთიერთობა.

„ამ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

არასამთავრობოთა აზრით, შექმნილი ვითარების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს დაუყოვნებლივი აღსრულების საფრთხე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს 

„რუსთავი 2-ის საქმე შეიცავს სერიოზულ სისტემურ ხარვეზებს, რომელიც თუ არ იქნა აღმოფხვრილი და მოგვარებული, მაშინ ძალიან ბევრ მოქალაქეს ელოდება სერიოზული საფრთხე,“ – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...