მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს პროგრესს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაში

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს პროგრესს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაში

Published on

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ორმხრივი კომისიის სხდომის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტმა შემაჯამებელი დოკუმენტი გამოაქვეყნა.

"ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაში პროგრესი. აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. კომისია აღიარებს იმ წინსვლას, რასაც ქვეყანამ ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით მიაღწია და კიდევ ერთხელ გამოხატავას მტკიცე მხარდაჭერას" – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, დადებითად არის შეფასებული საქართველოს წვლილიც "აისაფის" მისიაში. ასევე, გასულ თვეს ჩატარებული "აბრეშუმის გზის ფორუმი."

„სტრატეგიული პარტნიორობის კომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს რეფორმები და მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით დამატებითი მცდელობები გააძლიერებს ეკონომიკას, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობას. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ყველა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატისთვის სამართლიანი, თანაბარი და კონკურენტული გარემოს არსებობის მნიშვნელობაზე 2016 წლის არჩევნებამდე, არჩევნების დროს და მის შემდეგ“ – აღნიშნულია განცხადებაში.

სიახლეები

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა   შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ...

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...