კონტრდაზვერვის დეპარტამენტში სოფო ნიჟარაძის დაკითხვა დასრულდა. მან ჩვენება სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მისცა. ნიჟარაძე დაკითხვაზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მას შემდეგ დაიბარეს, რაც უკრაინული ვებგვერდით გავრცელდა აუდიოჩანაწერი სავარაუდოდ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ნიჟარაძეს შორის. სოფო ნიჟარაძემ დაკითხვიდან გამოსვლისას კვლავ განაცხადა, რომ ჩანაწერები ფაბრიკაციაა და ამ ჩანაწერების ავთენტურობას ეჭვქვეს აყენებს. „ეს არის აბსოლუტურად კომიკური სიტუაცია და ემსახურება ჩემი პიროვნების დისკრედიტაციას. ეს არის სხვადასხვა საუბრების ნაკრები, კარგად გაკეთებული კოლაჟი. ასეთი შინაარსის, მოცემულობის ლაპარაკი საქართველოს პრეზიდენტთან მე არ მახსენდება“, – განაცხადა ნიჟარაძემ. მომღერლის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ კი აღნიშნა, რომ სასცენო არტისტის დაბარება სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე კომიკურია. „სისტემასთან დაკავშირებით არის პრობლემა. ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური უფლებების, დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იკითხება ადამიანი და სახელმწიფოს არ აინტერესებს ფარული მიყურადების ჩამდენი პირების გამოვლენა და დასჯა. ეს არის პრობლემა“, – განაცხადა ბასილაიამ.
სიახლეები
სიახლეები
ფოთში კაცმა ცოლი მოკლა
ფოთში კაცმა ცოლი მოკლა შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ...
მსოფლიო
ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა
Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
ძირითადი დეტალები:
მიზეზი:...
მსოფლიო
The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის
გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...
საზოგადოება
ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...