მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთში პუტინის ე.წ "სმაილები" შექმნეს

რუსეთში პუტინის ე.წ “სმაილები” შექმნეს

Published on

რუსეთში ახალგაზრდულმა მოძრაობა „ქსელმა“ ვლადიმერ პუტინისა და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გამოსახულებიანი ე.წ სმაილები შექმნა. რუსეთის მთავრობის მხარდამჭერმა აქტივისტებმა ქვეყნის პრეზიდენტის გამოსახულებიანი „სმაილის“ გარდა, რუსული კულტურის აღმნიშვნელი „სმაილებიც“ შექმნეს. მათ შორისაა ჩებურაშკას, ბალალაიკას, კრემლის, პუშკინის და ჩეხოვის გამოსახულებიანი „სმაილებიც“. ასევე ყირიმის „სმაილიც“, რომლის ანექსიაც რუსეთმა გასულ წელს მოახდინა. „მიუხედავად იმისა, რომ „სმარტფონები“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოდის, ადამიანებს მხოლოდ ამერიკული „სმაილების“ კოლექციას სთავაზობენ. მათი უმრავლესობა კი არატრადიციულია ჩვენს კულტურასთან მიმართებაში“, – აღნიშნა აპლიკაციის ერთ-ერთმა შემქმნელმა ანტონ ვოლოდინმა. „პატრიოტული სმაილები“ ხელმისაწვდომია RuGram-ის მომხმარებლებისთვის, რომლის დაინსტალირებაც „ანდროიდის“ მქონე „სმარტფონებისთვისაა“ შესაძლებელი. IPhone-ის ვერსიისთვის კი იგი იანვრისთვის იქნება მზად.

სიახლეები

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა   შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ...

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...