მთავარისიახლეებისამართალიადვოკატი: "ქიბარ ხალვაში წილის გადაფორმებას მხოლოდ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეძლებს"

ადვოკატი: “ქიბარ ხალვაში წილის გადაფორმებას მხოლოდ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეძლებს”

Published on

რუსთავი 2-ის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშს 7 მოთხოვნიდან მხოლოდ ის 2 მოთხოვნა დაუკმაყოფილა, რომელიც წილების გადაფორმებას და ხელშეკრულების გაბათილებას ითვალისწინებს. სასამართლოს დასრულების შემდეგ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაშის სახელზე წილების გადაფორმება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ მოხდება. "დღევანდელი მესაკუთრეების საკუთრების უფლება გაუქმდა და საჯარო რეესტრში 60% წილის მესაკუთრედ უნდა აღირიცხოს ქიბარ ხალვაში ხოლო 40 % მესაკუთრედ მისი კომპანია შპს პანორამა," – აცხადებს პაატა სალია, რომელიც აქვე დარწმუნებულია, რომ რუსთავი 2-ის ადვოკატები გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებენ, ამიტომ ქიბარ ხალვაში წილის გადაფორმებას მხოლოდ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეძლებს.

სიახლეები

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა   შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ...

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...