"მინდა შევპირდე ამ მოსამართლეს, რომ ამ დანაშაულისთვის აგებს პასუხს,"- ეს განცხადება TV საქართველოს იურისტმა ზაზა ბიბილაშვილმა საქალაქო სასამართლოში გააკეთა. ბიბილაშვილი რუსთავი 2-ის იურისტებთან ერთად გადაწყვეტილების გამოცხადების დროს სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა. "მოხდა ის რასაც ველოდით. საქართველოში გაფორმდა ივანიშვილის ბნელი ევრაზიული ტიპის დიქტატურა. გაფორმდა დიქტატურ, რომელსაც საფუძვლად უდევს უკანონობა, უსამართლობა. ეს არის ძალადობა სასამართლოს ხელით. თამაზ ურთმელიძე არ არის მოსამართლე. ის აუცილებლად აგებს პასუხს რაც დღეს გააკეთა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. გამომჟღავნდება ადრე თუ გვიან ის ყველაფერი რაც მასსა და ხელისუფლებას შორის მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის იყო ამ შედეგის დადგომამდე. ის მოხდა რასაც ვწინასწარმეტყველებდი. 5 თვალთმაქცურად დაყენებული მოთხოვნები არ დააკმაყოფილა მოსამართლემ, იმიტომ რომ მხარის მიერ ეს ინტერესი არ იყო. ხოლო მოხდა იმ გარიბებების გაბათილება, რომლის მიხედვითაც 10 წლის წინ ქიბარ ხალვაშმა გაყიდა თავის წილი. დღევანდელი მესაკუთრეები, რომლებსაც კავშირი არ ჰქონიათ ხალვაშთან, რუსთავი 2-ის ამოიშალნენ რეესტრიდან როგორც მესაკუთრეები. ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. ყველა პროცედურულ ნორმას გამოვიყენებთ ამისთვის. მინდა შევპირდე ამ მოსამართლეს, რომ ამ დანაშაულისთვის ის პასუხს აგებს,"- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
სიახლეები
სიახლეები
ფოთში კაცმა ცოლი მოკლა
ფოთში კაცმა ცოლი მოკლა შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ...
მსოფლიო
ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა
Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
ძირითადი დეტალები:
მიზეზი:...
მსოფლიო
The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის
გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...
საზოგადოება
ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...