მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილის წერილს უკრაინის პრეზიდენტისადმი პარლამენტარების მხრიდან შეფასებები მოჰყვა

ირაკლი ღარიბაშვილის წერილს უკრაინის პრეზიდენტისადმი პარლამენტარების მხრიდან შეფასებები მოჰყვა

Published on

პრემიერმინისტრის მიერ უკრაინის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილს მოყვა პირველი შეფასებები პარლამენტარების მხრიდან.

„ეს არის საქმიანი წერილი და არა დე მარში ასე აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში ირაკლი ღარიბაშვილის წერილს. ისინი აცხადებენ, რომ აქვთ მოლოდინი რომ წერილს პოროშენკოს მხრიდან რეაგირება მოყვება. 

 ,. ვფიქრობ, უკრაინის ხელმძღვანელობამ ცოტა უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს. რადგან, სააკაშვილი დესტრუქციული პროცესების შექმნის ოსტატია,“ – აცხადებს ფრაქცია ქართული ოცნები თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი

თავისუფალი დემოკრატები აცხადებენ, რომ ეს რეალურად სურათს ვერ შეცვლის. თუმცა, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო.

 საპარლამენტო უმცირესობა    ირაკლი ღარიბაშვილს არასწორი გზავნილების გამო აკრიტიკებს.

"ეს არის მთავრობა და ხელისუფლება, რომელმაც პრობლემები შექმნა სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამ შემთხვევაში, მათ შორის, უკრაინასთან. ეს აფრის მთავრობა და პრემიერი, რომელიც მოუწოდებდა საქართველოს მოქალაქეებს ძალადობისაკენ. ამიტომ, ცხადია, რომ მის სიტყვას არავინ სერიოზულად არ მიიღებს. თავად პრემიერია არასერიოზული და თავად არის ადამიანი, რომელიც ყველანაირად ქმნის პრობლემებს და წინაღობებს,“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერმინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა მიხეილ სააკაშვილის ცნობილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერებთან დაკავშირებით. ით

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა...

კოალიცია ხოშტარიაზე-14 საათზე ველოდებით დასკვნას, შემდეგ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯებს

კოალიცია ცვლილებისთვის წევრებმა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან ბრიფინგი გამართეს....

პუტინი აღიარებს, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტია

ვლადიმირ პუტინმა 28 ივნისს აღიარა, რომ რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები და სხვადასხვა ტიპის საწვავის...

სტრასბურგმა 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო – ISFED

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებით, 2026 წლის 25 ივნისს ადამიანის...