მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი - 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო ანუ ბარიკადა, რომელიც...

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი – 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო ანუ ბარიკადა, რომელიც ნიკა გვარამიას განცხადებით, ,, მთავრობას რეკეს შუბლში”.

Published on

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება  გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს რუსთავი 2-მა სარჩელით 26 ოქტომბერს მიმართა. სამაუწყებლო კომპანიის იურისტები გადაწყვეტილების დაუყონებლივი აღსრულების ნორმის ხარვეზებზე მიუთითებდნენ და იმ მუხლების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლებიც შესაძლოა, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიყენოს.

ადვოკატის განმარტებით, ამ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ სასამართლოს უფლება აქვს დაუყონებლივი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღოს, რუსთავი 2-ის დაცვის მხარეს კი კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების საშუალება მთლიანად შეეზღუდოს. 

ამ წუთებში ტელეკომპანიის ეზოში და  და საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი  რუსთავი 2 – ის მხარდამჭერები გამარჯვებას ზეიმობენ. ისინი ოვაციიტ მიესალმებიამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ურთმელიძის გადაწყვეტილების მიუხედავად რუსთავი 2 – ს  საშუალებას მისცემს გააგრძელოს მუშაობა ჩვეულებრივ რიტმში.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა გვარამია გამოეხმაურა: ,,რუსთავი 2 – მა ელვისებური განადგურების საშიშროება აირიდა. დანარჩენს აწი ვნახავთ. საქართველოს მთავრობავ, სანამ თქვენ ვაიბერზე სისულელეებს უსმენდით და იგეგმებოდით, ჩვენ ნამდვილი ბარიკადა გრეკეთ შუბლში…''-  წერს ნიკა გვარამია

 

სიახლეები

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა   შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ...

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...