მთავარისიახლეებიმსოფლიოაზერბაიჯანში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ილჰამ ალიევის მმართველმა გუნდმა გაიმარჯვა

აზერბაიჯანში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ილჰამ ალიევის მმართველმა გუნდმა გაიმარჯვა

Published on

აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ცესკოს მონაცემებით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის "ახალმა აზერბაიჯანმა" მილი მეჯლისში 125 ადგილიდან 70 ადგილი მოიპოვა. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 56% იყო. არჩევნები ყველა ოლქში ჩატარებულად გამოცხადდა. ცენტრალური საარჩევნო კომისია ირწმუნება, რომ მნიშვნელოვანი დარღვევები არ მომხდარა.
არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ყველა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ და მთავრობა ოპონენტების დევნაში დაადანაშაულა. როგორც პარტია "მუსავატის" ლიდერმა არიფ გაჯილიმ სააგენტო "როიტერს" განუცხადა, პარტიამ არჩევნებში მონაწილეობაზე იმის გამო თქვა უარი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში უამრავი დარღვევა დაფიქსირდა.

როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, ოფიციალური ბაქოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, ეუთომ აზერბაიჯანში დამკვირვებლების გაგზავნაზე უარი თქვა.

 

 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....