მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი ორშაბათამდე გადაიდო. გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია...

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი ორშაბათამდე გადაიდო. გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია დაკითხვაზე იმყოფებიან

Published on

 

რუსტავი 2 – ის სასამართლო პროცესი ორშაბათამდე გადაიდო. . ამ  შუამდგომლობით მოსამართლეს კვლავ "რუსთავი 2"-ის ადვოკატებმა მიმართეს. მათი თქმით, ის დრო, რაც გუშინ მოსამართლემ მათ მისცა ექსპერტის სიტყვის გასაანალიზებლად არ ეყოთ და გონივრული ვადა ორშაბათამდე ითხოვეს. 

"რუსთავი 2"-ის ადვოკატების თქმით, მოპასუხე მხარის შუამდგომლობა სასამართლო პროცესის გადადების თაობაზე მოსარჩელე მხარე დაეთანხმა. ქიბარ ხალვაშის ადვოკატების თქმით, პროცესის გადადების პრობლემა არ არსებობს. ხოლო იმისთვის, რათა მხარეები თანაბარ პირობებში იყვნენ, მოსარჩელე მხარეს ადვოკატმა, პაატა სალიამ მოსამართლეს თხოვნით მიმართა, რომ მომავალ სხდომაზე, იმ შემთხვევაში, თუ სხდომა გადაიდებოდა, მისცემოდათ მოსარჩელე მხარეს საპაექრო სიტყვის დასკვნის სახით მცირე ვადაში ჩამოყალიბება. 

საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ სხდომის გადადების პრობლემა არ არსებობდა. მხარეების პოზიცია გაიზიარა მოსამართლემ და შემდეგი სასამართლო სხდომა 2 ნოემბერს, 11:00 საათზე დანიშნა. 

ამასობაში კი ტელეკომაპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და "ნაციონალური მოძარობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფებიან. 

ისინი  ე.წ. მოდულის შენობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხავაზე ერთად შევიდნენ. ბოკერია დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე გამოცხადდა, გვარამიასთან ერთად კი ადვოკატი ოთარ კახიძე იმყოფება. მათი დაკითხვა ეხება გუშინ გამოქვეყნებულ აუდიომასალებს.
ე.წ. მოდულის შენობასთან გვარამიას და ბოკერიას მხარდამჭერები არიან შეკრებილი. 

 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...