მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართულმა მხარემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურები დაიწყო

ქართულმა მხარემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურები დაიწყო

Published on

ქართულმა მხარემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურები დაიწყო –  განაცხადა თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 

"საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის "გ" პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველს.

ასეთი ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური იწყებს საქმის წარმოებას სხვა ქვეყნის მოქალაქე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე და შესაბამის დასკვნას, პრეზიდენტის #237 ბრძანებულების 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს", – აცხადებს წულუკანი.

სიახლეები

სუს-ი: დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი...

ბატონი ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია – კობახიძე ჰერჩინსკიზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება "მიზანშეწონილია. "ოცნების" ლიდერმა დღეს...

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის “დაბარებას” ითხოვს

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებას ეხმაურება და პაველ ჰერჩინსკის შესაბამის უწყებაში "დაბარებას" ითხოვს. თბილისის...

ჰერჩინსკი- მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, ფოტოგამოფენის "საქართველო ფოკუსში" გახსნაზე...