მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,პროფესიის სიყვარულისა და პრინციპის გამო ისევ იქ იდგები, სადაც აქამდე დგახარ, ბოლო...

,,პროფესიის სიყვარულისა და პრინციპის გამო ისევ იქ იდგები, სადაც აქამდე დგახარ, ბოლო წუთამდე” – „რუსთავი2“-ის ჟურნალისტები ფარულ ჩანაწერებს ეხმაურებიან

Published on

მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, სადაც „რუსთავი2“-ის დასაცავ სხვადასხვა მეთოდებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბარია ასახული,   „რუსთავი2“-ის ჟურნალისტები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:  

,,ქირქილებენ, ერთნი ვირთხები ხართო, მეორენი – სისხლისმსმელებიო! აღტაცებულებიც ირევიან, – წავიდნენ ჟურნალისტებიო. ცუდი ამბავი მაქვს სამივე კატეგორიისვის: არსად წავსულვართ და არც წავალთ, არაფრის გვეშინია და იმდენი პასუხისმგებლობაც გვყოფნის (ჩამოვლილი კატეგორიებისგან განსხვავებით), რომ ხალხს მოვუფრთხილდეთ (როგორც შეგვიძლია). და თუ ვინმეს ჰგონია, რომ “ჯახი” გვინდა ან მსგავსი “სცენარის” შესახებ ვიცოდით, უკიდურესად ღრმადაა შემცდარი, მხარდამჭერებს შორის ჩვენი ოჯახის წევრებიც იდგნენ ეს დღეები, ზოგის შვილი, ზოგის მშობელი, ზოგის მეუღლე. იმიტომ რომ რუსთავი2 ჩვენი ოჯახია, ამ ოჯახს პრინციპული, ღირებულებების, იდეების, პასუხისმგებლობის მქონე წევრები ჰყავს და ალბათ რთულია, წარმოიდგინო, რომ პროფესიის სიყვარულისა და პრინციპის გამო ისევ იქ იდგები, სადაც აქამდე დგახარ, ბოლო წუთამდე”- წერს რუსთავი 2 – ის   საინფორმაციო გამოშვება ,,კურიერის”  ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი. 

 „ერთი რამ ზუსტად ვიცი, ყველგან და ყველა სიტუაციაში ვიყავი და ვიქნები მხოლოდ ჟურნალისტი! ჩემი იარაღია კამერა, მიკროფონი, შეკითხვა და ეთერი. მინდა ამ ქვეყანაში ვიცხოვრო, აქ დაბერების უფლება მქონდეს და არასდროს არავისთვის არ შემრცხვეს თვალებში შეხედვა. მეც მოვისმინე ჩანაწერები, გავბრაზდი და გავგიჟიდი, დავფიქრდი… და მინდა აქ გითხრათ რასაც ვფიქრობ: ფაქტია, რომ ამ ჩანაწერიდან 10 დღის მერეც აქ არ არის ბარიკადები და რკინის კონსტრუქციები, აქ არ დადიან შეიარაღებული ადამიანები, მე და ჩემი მეგობრები არ ვცხოვრობთ ილუზიებში, არ გვინდა რევოლუცია და სისხლისღვრა, ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ ძალიან დაძაბულ რეჟიმში, მოსმენის და თვალთვალის ქვეშ და ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ რუსთავი2-ში ვინმე გადატრიალებისთვის ემზადება. დაველოდები გამოძიებას და უტყუარ ფაქტებს..“- წერს თეა ადეიშვილი ფეისბუქზე.

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ ფეისბუქზე განტავსებულ პოსტში ნათქვამია: 

"ძალადობას რომ ვემიჯნები უკვე გითხარით. ახლა სხვა დეტალებზე მინდა ყურადღების გამახვილება.
1. გამოდის, ახვლედიანს ამბავი ნიკამდე სწორად მიუტანია. ნიკამ თქვა, რომ მისი და მიხეილ სააკშვილის ჩანაწერები გავრცელდებოდა.|
2. იმედია, ახვლედიანის სხვა გზავნილიც არ ახდება. პირად ცხოვრებას რომ ეხებოდა.
3. ეს ჩანაწერი თუ მთავრობის დამხობას ნიშნავს , 2007 წელს განხორციელებული ჩანაწერი რატომ არ ნიშნავდა იგივეს. პრივეტსვუიუ მაესტრო და სხვები….
4. აღარაფერს ვამბობ ბადრი პატარკაციშვილის ჩანაწერზე, სადაც მინისტრის დაძინებას პირდაპირ ითხოვდა. რომელზეც საქმე აღძრა ბიძინამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ლოგიკა?
5. ამ კადრების გავრცელების მიზანი ალბათ უფრო მეტად რუსთავი 2- ის ჩამოშლა იყო. არ გამოვიდა იმიტომ რომ კურიერელებმა ყველაზე კარგად იციან, იქ, სადაც ძალადობა იქნება, ისინი არ იქნებიან და დღეს, ერთ გუნდად შეიკვრნენ იმიტომ, რომ პოლიტიკურ ავანტიურებზე მაღლა დადგნენ.
6. რომ გვეუბნებით ნაციონალებს გაემიჯნეთო, მოდით, სხვებმა დაგვიცავით და თქვენს გვერდით ვიქნებით. ვდგავართ ყველასთან ვინც გვიცავს! ყველასთან!
7. და ბოლოს. ვაიბერი რომ ისმინებოდა ისედაც ვიცოდი", – წერს ნანუკა ჟორჟლიანი.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ რუსთავი 2 – ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ლაფერაშვილმა განაცხადეს, რომ ,,რუსთავი 2 დღეს კიდევ უფრო ერთიანი და ძლიერია. ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ჟურნალისტებს, რუსთავი 2-ის გუნდს სურს ნორმალურ ვითარებაში თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულება''. 

 

 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...