მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლების ქცევამ ნამდვილად საეჭვო გახადა ჩემი რწმენა, რომ იგი ძალას...

ხელისუფლების ქცევამ ნამდვილად საეჭვო გახადა ჩემი რწმენა, რომ იგი ძალას არ გამოიყენებს – განაცხადა ნიკა გვარამიამ დაკითხვაზე შესვლის წინ

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკითხვა მიმდინარეობს. ე.წ.  მოდულის შენობაში შესვლამდე ნიკა გვარამიამ  მედიისთვის გააკეთა განცხადება გუშინ გავრცელებულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით: 

"ამ ჩანაწერებში მე ვარ მსმენელი და რაც მოვისმინე, იმას კიდევ ერთხელ მოვყვები. ამ ჩანაწერებში საუბარი არ არის იმაზე, რომ "რუსთავი 2"-მა უნდა დაგეგმოს ვინმესთვის სროლა, ან სახელმწიფო უფლებებში შესვლა. სახელმწიფო გადატრიალებას ვერ მოაწყობს ადამიანი "რუსთავი 2"-ის შენობაში, რადგან ეს არ არის სახელმწიფო დაწესებულება, ამისთვის საჭიროა შეიჭრა სამინისტროში, ან რომელიმე სხვა უწყებაში. მიხეილ სააკაშვილი მიზიარებს თავის დამოკიდებულებას. ეს პირველად არ მომხდარა. ის ფიქრობს, რომ ხელისუფლება არის წამსვლელი უკიდურეს ნაბიჯებზე იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავაპროტესტებთ სიტყვის თავისუფლებას. ის უშვებს, რომ ხელისუფლებამ შეიძლება გამოიყენოს ძალა, მათ შორის – ჩვენს წინააღმდეგ. მე ამას არ ვიზიარებდი მაშინ, მაინცდამაინც არ ვიზიარებ ახლაც, თუმცა ხელისუფლება ისე იქცევა ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ნამდვილად საეჭვო გახდა ჩემი ეს რწმენა," – განაცხადა გვარამიამ. 

ამავე დროს ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომ სამაუწყებლო კომპანია, რუსთვი2 არ მოუწოდებს მაყურებლებს რომ დაიცვან სამაუწყებლო კომპანია, მისი შენობა და თანამშრომლები. 

"თუ შეიკრიბებიან, ეს იქნება მხოლოდ მათი გადაწყვეტილება, ჩვენ არ ვფლობთ რაიმე მექანიზმებს, რომ პროცესები გავაკონტროლოთ და მათი უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. ასევე, თუ შემოგზავნილი იქნება პროვოკატორი ხელისუფლების ან რომელიმე ძალის მიერ სიტყვის თავისუფლებას უზრუნველვყოფთ ჩვენ, ქვეყანაში მშვიდობა უზრუნველყოს ხელისუფლებამ," – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

სუს-ი: დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი...

ბატონი ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია – კობახიძე ჰერჩინსკიზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება "მიზანშეწონილია. "ოცნების" ლიდერმა დღეს...

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის “დაბარებას” ითხოვს

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებას ეხმაურება და პაველ ჰერჩინსკის შესაბამის უწყებაში "დაბარებას" ითხოვს. თბილისის...

ჰერჩინსკი- მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, ფოტოგამოფენის "საქართველო ფოკუსში" გახსნაზე...