მთავარისიახლეებიექსკლუზივიზუგდიდის ბოტანიკური ბაღი პირუტყვის საძოვრად იქცა (VIDEO)

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი პირუტყვის საძოვრად იქცა (VIDEO)

Published on

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომლის მთლიანი მოცულობა 26 ჰექტარს შეადგენს, განადგურების პირასაა. ეკალ-ბარდებით დაფარული ტერიტორია,გამხმარი ბზა,გაუსხვლელი ხეები და დაბინძურებული ხელოვნური ტბა,მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა,  ესაა ზუგდიდელების სავიზიტო ბარათის – ბოტანიკური ბაღის დღევანდელი სახე. უფრო მეტიც, ბაღი მოსახლეობამ ოთხფეხა ცხოველების საძოვრად აქცია. 2012 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ბოტანიკური ბაღის მოვლა-რეკონსტრუქცია იყო. დაბინძურებული ბაღის გამო უკმაყოფილებას მოსახლეობაც გამოთქვამს. ადგილობრივები ამბობენ,რომ ბოტანიკური ბაღი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობისაა და ის იდეალურად სუფთა უნდა იყოს. საპირისპიროს ამბობს ქალაქის მერი. მისი განმარტებით,ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი სწორედ ბაღში ჩატარებული სამუშაოებისთვის დაიხარჯა,კერძოდ ტბის აღდგენისთვის. ასევე განმარტავს, რომ ბაღში დასუფთავების სამუშაოები ყოველთვე ეწყობა. გოგოხია აცხადებს,რომ ბაღში  საქონლის შეყვანა აკრძალულია, თუმცა ასეთი ფაქტები ადრეც გამოვლინდა და  კვლავ დაფიქსირების შემთხვევაში საქონლის მეპატრონე აუცილებლად დაჯარიმდება. მერის განმარტებები სხვაა,ფაქტი კი სხვა. კადრებიდან ბოტანიკურ ბაღში არსებული რეალური მდგომარეობა ნათლად ჩანს.სანამ ბაღს რეკონსრტრუქციის სამუშაოები ჩაუტარდება,მოსახლეობა მის დასუფთავებას და მოვლა-პატრონობას ითხოვს.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...