რუსული მედია ,,თხილისა და მანდარინის რესპუბლიკის’’ შესახებ: დიდი აურზაური პატარა აფხაზეთში

0
417

ინტერნეტგამოცემა ,,როსბალტი" აქვეყნებს ანალიტიკოს ანდრეი ნიკოლაევის სტატიას ,,დიდი აურზაური პატარა აფხაზეთში'', რომელშიც აფხაზეთი, ბანანის რესპუბლიკასთან ასოციაციით, თხილისა და მანადარინების რესპუბლიკად იხსენიება. გთვაზობთ ფრაგმენტებს ამ სტატიიდან.

 აფხაზეთის ოპოზიციამ მისი მამოძრავებელი ძალის – პარტია ,,ამცახარას'' სახით მოიწვია რიგგარეშე ყრილობა, რომელმაც უნდობლობა გამოუცხადა ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტს და მისი გადადგომა მოითხოვა. ყრილობის რეზოლუციაში აფხაზეთის ხელისუფლება  მოხსენიებულია როგორც ,,ანტიხალხური'', რომელსაც არც უნარი აქვს და არც სურვილი მიაღწიოს ეროვნულ თანხმობას და სახელმწიფოს სრულფასოვან განვითარებას.

ოპოზიცია დაჟინებით მოითხოვს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს და წინააღმდეგ შემთხვევაში საყოველთაო  სახალხო კრების მოწვევით იმუქრება.

თავისი პრეტენზიები ხელისუფლების  მიმართ ოპოზიციამ გაამყარა სოხუმში ჩატარებული მიტინგით, რომელზედაც 3 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. პარალელურად ხაჯიმბას მომხრეებმა ჩაატარეს პრეზიდენტის კურსის მხარდამჭერი აქცის, რომელმაც ოდნავ მეტი ადამიანი შეიკრიბა. თუმცა, როგორც ცნობილია, ისეთ საკითხებში, როგორიცაა პოლიტიკური პროტესტი, მნიშვნელოვანია არა რაოდენობა, არამედ აქტიურობა ნებისმიერი რევოლუციის მამოძრავებელი ძალისა, ვისაც ძალუძს შექმნას ,,კრიტიკული მასა“. ასე რომ, ხაჯიმბას უარი გადადგომაზე იმ მოტივით, რომ იგი ხალხის მიერ არის არჩეული,   ხალხმა ანდო ქვეყნის ხელმძღვანელობა და მტკიცედ აქვს განზრახული გაამართლოს ეს ნდობა- ბევრს არაფერს ნიშნავს. 

ამ წუთას ძნელია ითქვას, ჩამოყალიბდა უკვე თუ არა,,კრიტიკული მასა“ აფხაზეთში, მაგრამ აშკარად იკვეთება მისი ჩასახვა -განვითარების ტენდენცია.  გამოკვეთილია ასევე ამ მასის რევანშისტული ხასიათიც – ხაჯიმბას არ აპატიეს არც ანქვაბისა და მისი გუნდის  ფაქტობრივად ძალადობრივი ჩამოშორება ხელისუფლებიდან და არც ტავის დროზე აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის სერგეი ბაგაფშის  წინააღმდეგ მიმართული ხრიკები.

უნდა ითქვას, რომ აფხაზეთში ახლა ერთობ კარგი ნიადაგია შექმნილი  მორიგი გადატრიალებისათვის – საკმარისია გაეცნო ,,ამცახარას“’ თავმჯდომარის ალხაზ კვიწინიას ბრალდებებს ხაჯიმბას მიმართ, რომ თვალნათლივ დაინახო აფხაზეთში , როგორც კვიწინია ამბობს, ,,შარშანდელი სახელმწიფო გადატრიალების’’ შემდეგ შექმნილი  რეალიები, როცა ,,ფეხქვეშაა გათელილი კონსტიტუციის საფუძვლები, უხეშად არის დარღვეული ხელისუფლების მონაცვლეობის კანონით გათვალისწინებული წესი’’. ოპოზიციის ლიდერი  თვლის, რომ სწორედ ამ მომენტიდან, 2014 წლის მაისიდან დაიწყო ,,აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის განადგურების პროცესი“   

,,აფხაზეთის რესპუბლიკა კარგავს სახელმწიფო სუვერენიტეტს. ამისკენ მივყავართ ხაჯიმბასა და მისი გუნდის  პოლიტიკასისინი საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც მიათრევენ უფსკრულისაკენ, საიდანაც   ვეღარასოდეს ამოვალთ ან ამოვალთ  უმძიმესი ძვრების ფასად. სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში უკვე გაჟღერდა ღია მუქარა, ვიცე-პრეზიდენტმა გაბნიამ გაგვაფრტილა, რომ ხელისუფლება არ წავა, რომ ეს სისხლისღვრის გარეშე არ მოხდება. აფხაზეთის არცერთი პრეზიდენტი, არცერთი ხელისუფლება არ დამუქრებია ასე თავის ხალხს.- აცხადებს ,,ამცახარას“ ლიდერი.

სახელდობრ, რა პრეტენზიები აქვს ოპოზიციას? არ ხორციელდება შეპირებული სახელისუფლებო სისტემის რეფორმა: ,,მათ იმიტომ კი არ მიუტაცებიათ ხელისუფლება, რომ მოქალაეებისთვის გაენაწილებინათ – დაპირებული სავსე მაცივრების ნაცვლად ჩვენი ხალხი შეუჩერევლად მიექანება საარსებო წყაროს დაკარგვისაკენ , ნაცვლად ხელფასებისა და ერივნული პენსიის  მრავალჯერადი  მომატებისა, ახალი საწარმოების გახსნისა და სამუსაო ადგილების სექმნისა, ჩვენ ვხედავთ ისედაც სუსტი ეკონომიკის ნგრევას’’.

დაპირებების მიუხედავად, პრიორიტეტი არ მინიჭებია ეკონომიკის რეალურ სექტორს წერს კვიწინია და მოქმედი ხელისუფლების ცოდვების ჩამონათვალში ასახელებს მის ცართვას ,,სასოფლო – სამეურნეო პროდუქციის ბაზრის კერიმინალურ გადანაწილებაში, ძველი გადასახადების შეპირებული გაუქმების ნაცვლად ახაალი გადასახადების მოგონება – შემოღებაში. თუ გსმენიათ ვინმეს, რომ გაიხსნა ერთი სამანქანო -სატრაქტორო სადგური მაინც , განახლდა ერთი სასოფლო გზა მაინც, გასენდა ერთი პლანტაცია მაინც? რა თქმა უნდა ასეთი რამ არ მომხდარა. პირიქით, ვხედავთ, რომ ის სადგურებიც კი, ტრომელიც ხელისუფლებაში ოპოზიციის მოსვლამდე გაიხსნა , პრაქტილულად განადგურებულია. მაშინ აღიძვრის კითხვა: რაში მდგომარეობს და რაში ჩანს სოფლისმეურნეობის, ეკონომიკის რეალური სექტორის განვიტარების პოლიტიკა? ესეც მორიგი ტყუილი აღმოჩნდა.

ხაჯიმბას ოპონენტებს ასევე სურთ იცოდნენ, რატომ არავის  მოუვიდა აზრად მისი ნაქები  ეკონომისტებიდან და სტრატეგებიდან საკურორტო ობიექტების ინვენტარიზაციის ჩატარება, რატომ არავინ იფიქრა, ახალი, რეალობასთან დაახლოებული გადასახადების შემოღებაზე  მათი იჯარით აღებისა და ექპლოატაციისთვის განსაზღვრული გადასახადების მიახლოებასთან ახალ რეალიებთან, ნაცვლად იმისა, რომ ხერხემალში გადაეტეხა უბრალო გლეხი? პასუხი თავისთავად იკვეთება – იმიტომ, რომ ყველაზე შემოსავლიანი საკურორტო ადგილები  მხოლოდ დამხოლოდ მათთან დაახლოებულ პირებს აქვთ დასაკუთრებული.

კუდევ ერთი კითხვა,  რომელიც ოპოზიციას, და არამხოლოდ მას, აღელვებს არის ის, თუ რატომ არ აისახა ტურიზმის სფეროდან შემოსავლების ზრდა , როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებს, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე? ,,ჩვენ გვიმტკიცებენ, რომ ტურისტების ნაკადი ოთხჯერ გაიზარდა, ბიუჯეტში კი ამ სფეროდან გადარიცხვები მხოლოდ ორჯერ. რით უნდა აიხსნებოდეს ეს?’’

უკმაყოფილოა ოპოზიცია სამართალდამცავ ორგანოებში არსებული საქმეთა ვითარებითაც – ერთ წელიწადში სამჯერ შეიცვალა შინაგან საქმეთა მინისტრი, ( ორჯერ – მთავრობა სრული შემადგენლობით), მაგრამ,,წარმატებები’’ თითებზეა ჩამოსათვლელი . თითქმის ყოველ კვირას  ხდება გახშირდა თანამდებობის პირთა და რიგით მოქალაქეთა მკვლელობის, ინკასატირებზე თავდასხმებისა და საბიუჯეტო სფეროს მუშაკთა ხელფასების გატაცების  ფაქტები . მარტო ქართველი ტერორისტების გვამების ორგანიზებული გატაცება და შინაგან საქმეთა სამინისტროს იზოლატორიდან განსაკურებით საშიში ქართველი დამნაშავეების გაქცევა რად ღირს. გამოძიების შედეგებზე კი არაფერია ცნობილი.  ყველა კითხვის პასუხად  -სრული დუმილია. ლაპარაკიც კი არ ღირს სასამართლო ხელისუფლების რეფორმაზე. ,, ისინი თაგვებივით დაფუთფუთებენ კონსტიტუციის შესწორებების ირგვლივ და ამას დასასრული არ უჩანს. საკონსტიტუციო სასამართლო როგორც არ გვქონდა, ისე არა გვაქვს. ‘’ ამბობს კვიწინია.

ოპოზიცია ხალხს შეახსენებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ანქვაბი მაშინდელმა ოპოზიციამ ლამის სახელმწიფო ინტერესების მორალატედ გამოაცხადა იმის გამო, რომ პასპორტები დაურიგა აფხაზეთის  აღმოსავლეთ რაიონებში მცხოვრებ ქართველებს. ისინი ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდნენ , რომ ეს დანაშაული იყო. მაგრამ აი, გავიდა წელიწადზე მეტი, მაგრამ ამ საქმის გამოძიების შედეგები არ ჩანს. სად არის ოფიციალური, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და  ბრალდებები, რომლებიც გაამართლებდნენ ამ მოტივით  კანონიერი ხელისუფლების დამხობის აუცილებლობას?

მეტიც – აცხადებს კვიწინია – დღევანდელი ხელისუფლება გვთავაზობს ქართველებს მოვცეთ ბინადრობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: ,,გვინდა ვკითხოთ ხელისფლებას და მის ადვოკატებს: თქვენ ნამდვილად ფიქრობთ, რომ პრობლემას გადაწყვეტთ, თუკი უარს იტყვით ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მეოთხედის აღიარებაზე  საკუთარ მოქალაქეებად და ამით მათ  მტრულ სახელმწიფოს დაუითმობთ?  ნამდვილად ფიქრობთ, რომ თუკი სამართლებრივი სივრციდან განდევნით ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ადამიანების ამ უზარმაზარ მასას,  ხელს შეუწყობთ მის ინტეგრირებას აფხაზეთის საზოგადოებაში და მათ ერთგულ თანამემამულეებად აღზრდას? გესმით კი , ასეთი გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგები?. გესმით კი, რომ  ამით ფაქტობრივად ,,მეხუთე კოლონას“ ქმნით, რომ ამ ადამიანებს, ბინადრობის უფლების მიღების შემთხვევაში, სავსებით კანონიერად ექნებათ საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქის სტატუსი?

შეგახსენებთ, რომ ანქვაბის დამხობას აფხაზეთში ბევრი ,,ამართლებდა’’ იმით, რომ მან ქართველებს აფხაზური პასპორტები დაურიგა, რამაც სატიტულო ერში( აფხაზებში) ფსევდოპატრიოტული ტალღა ააგორა და  სხვადასხვა  ფობიები გაუღვივა. და მაშინ აფხაზეთის ძირძველ მცხოვრებლებს – ქართველებს  რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინ  აფხაზური პასპორტები ჩამოართვეს. ეს ითვლებოდა გარანტიად, რომ არჩევნებს ხაჯიმბა მოიგებდა, რამდენადაც ქართველებს, რაიონებში, სადაც ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ, ჩამოერთმეოდათ  ხმის უფლება – ხაჯიმბას  იქ ხმას არავინ მისცემდა. 

ოპონენტები სხვა მრავალ ბრალდებასაც უყენებენ  ხაჯიმბას, რომელსაც აფხაზეთში ,,რუსეთის კაცს’’ ეძახიან,  რაც დიდი ხანია აფხაზებში საამაყოდ აღარ ითვლება  რუსეთ – აფხაზეთის ბოლოდროინდელ ურთიერთობათა კონტექსტში. ,,ერთი წლის წინათ, როცა კანონიერ ხელისუფლებას ამხობდნენ, სააკორდინაციო საბჭოს წევრები ამტკიცებდნენ, რომ ანქვაბის პოლიტიკამ სერიოზულად დააზარალა ურთიერთობები რუსეთთან. მაგრამ რას ვხედავთ ახლა?  წინანდელი ხელისუფლების რა შეცდომებია დღეს ოფიციალურად აღიარებული და როგორ სწორდება ეს შეცდომები? ჩვენს ქვეყნებს შორის 2008 წლიდან 80 – ზე მეტი ხელშეკრულებაა დადებული, მაგრამ ბევრი პუნქტი ისევ ისე არ მუშაობს, არ არის გაწერილი. არ არის შინააარსობლივი და უფრო განზრახულობათა შესახებ დეკლარაციებს წააგავს – ამბობს კვიწინია.

მისი თქმით, ახლანდელი ხელისუფლება თავის წარმატებად მიითვლის ,,უზარმაზარი ფულის დაპირებებს რუსეთიდან’’, მაგრამ ,,რატომ ილაშქრებდით მაშინ რუსული დახმარების წინააღმდეგ, როგორ მოხდა, რომ ,,რუსული მახათი’’ თქვენთვის უეცრად მოკავშირისგან  დახმარებად გადაიქცა?“ – ეკითხება იგი ხელისუფლებას და შეახსენებს, რომ ხაჯიმბა და მისი გუნდი ხალხს პირდებოდა ამ რუსული ფულის ჩადებას ეკონომიკის რეალურ სექტორში, რასაც უნდა მოჰყოლოდა ,,საყოველთაო კეთილდღეობა, ბიზნესის აღორძინება და აფხაზეთის გადაქცევა სუპერმძლავრ და დამოუკიდბელ სახლმწიფოდ . მაშ, რა მოხდა? სად არის დახმარება? თუ არა ისეთი, როგორსაც ახმოვანებდით, უწინდებურ დონეზე მაინც? ბუკი და ნაღარა მინელდა, ხმები მჩუმდა.“ ჩაქრა’’.

და კიდევ, როგორ მოხდა, რომ სტრატეგიულ მოკავშირესთან ხელშეკრულების მზადება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ახალი აღმავლობის ნაცვლად სახელმწიფოთაშორისო სკანდალად იქცა?აფხაზეთის პრეზიდენტუის პოლიტიკა ჩავარდა, მარტო ის რად ღირს, რომ ჩვენ ვერ ვეღირსეთ რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობიდან  თუნდაც ერთი მაღალი თანამდებობის საპატიო სტუმრის ჩამოსვლას ჩვენთვის წმიდათაწმინდა დღესასწაულზე -დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე 30 სექტებერს.  ჩვენ ვფიქრობთ, ის რომ არ ცანს დახმარება ახალ პროექტებში, არ ცანან ინვესტორები – რუსეთის მიმართ  ხაჯიმბას პოლიტიკის ჩავარდნის ნიშანია, როგორც ჩანს მან ვერ შეძლო იქ  ( რუსეთის ხელმძღვანელობისადმი – ,,როსბალტი’’) მიცემული პირობების შესრულება. ,,ასეთი ტყუილებში ჩაძირული, აბურდულ- დაბნეული, ჩავარდნილი ხელისუფლება ჩვენ დამოუკიდელობის დაკარგვამდე მიგვიყვანს, ჩვენ არ ვებდობით მას და საფრთხის შემცვლელად ვთვლიტ. ხელისუფლდებამ უნდა გაიგოს, რომ სასწრაფოდ უნდა წავიდეს, სანამ კიდევ არის შანსი ქვეყანა უფსკრულში არ გადაიჩეხოს.

სტატიის ავტორის რეზიუმეში ნათქვამია, რომ კრემლს სავარაუდოდ არა ყავს კანდიდატურა, რომლითაც ჩაანაცვლებდა ხაჯიმბას და ამასთან დააკმაყოფილებდა ოპოზიციას. ამიტომ აფხაზეთში კვანძის რევოლუციური გახსნის თავიდან ასაცილებლად, მოსკოვი შეეცდება  გაწელოს დრო – მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას დაპირისპირებული მხარეები მხოლოდ დამხოლოდ იმისთვის, რომ მოიგოს დრო , სანამ გამოძებნის კომპრომისულ და თავისთვის მისაღებ კანდიდატურას აფხაზეთის პრეზიდენტის პოსტზე, ან როგორმე მიაღწევინოს ხაჯიმბას მორიგ  არჩევნებამდე.თუმცა ვიცნობთ რა აფხაზებს და მათ სიფიცხესა და მოუთმენლობას, დიდია ალბათობა იმისა, რომ თხილისა და მანდარინების პაწია რესპუბლიკაში დიდი არეულობა მოხდება.

 

ანდრეი ნიკოლაევი,

გამოცემა ,,როსბალტი“ 

წინა სტატიაპრემიერ მისიტრი ღარიბაშვილი:”მეც შეიძლება ოდესმე დამიშვია შეცდომები და ემოციურად მითქვამს რაიმე ამა თუ იმ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით”…
შემდეგი სტატიათამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის შუამდგომლობა რამდენიმე მტკიცებულების ამორიცხვის შესახებ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური