მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციისა და ფორუმის მონაწილეები აცხადებენ, რომ ...

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციისა და ფორუმის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პარტნიორ და ასპირანტ ქვეყნებს უნდა აჩვენოს, რომ იცავს კანონს და ღირებულებებს.

Published on

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმისა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ელჩებმა მედიის თავისუფლების კონტექსტში კითხვებს უპასუხეს.    

როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს.

„ბევრჯერ ითქვა, რომ დემოკრატიული განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს მედია პლურალიზმს, შესაძლებლობას, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ პროცესებში ყველა მონაწილეს ჰქონდეს წვდომა მედიასთან საკუთარი შეხედულებების გამოსახატად. სწორედ ამიტომ ვუყურებთ მღელვარებით ამ პროცესს,“ – აღნიშნა იან კელიმ. 

ნატო-ში ესტონეთის ელჩის შეფასებით, მნიშვნელოვანია ყველა პარტნიორი და ასპირანტი ქვეყნისთვის აჩვენონ, რომ იცავენ კანონს და ღირებულებებს.

„ეს არ არის თეორიული სავარჯიშო, ეს უნდა განხორციელდეს პრაქტიკულად. საქართველოში შემთხვევაში რაც უფრო მეტადაა ნატო ჩართული, მით უფრო მეტს ვიგებთ არსებული სიტუაციის შესახებ. კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა გაიგონ, რომ რაც უფრო მეტად უახლოვდებიან ნატო-ს, მით უფრო მეტ ინფორმაციას ვიგებთ, მით უფრო მეტად ვაკვირდებით და ვაფასებთ,” – განაცხადა ლაური ლუპიკიმ.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...