მთავარისიახლეებისამართალიპროკურატურა ნიკა გვარამიას ორშაბათს, 26 ოქტომბერს დაკითხავს

პროკურატურა ნიკა გვარამიას ორშაბათს, 26 ოქტომბერს დაკითხავს

Published on

"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელიც დღეს დაკითხვაზე იყო დაბარებული, უარი განაცხადა და იგი ორშაბათს დაიკითხება , – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს. მათი განმარტებით, გვარამიამ დაკითხვაზე უარის მიზეზად ის დაასახელა, რომ მის ადვოკატს არ ეცალა. ასევე, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ნიკა გვარამიამ უარი თქვა პროკურატურის შეთავაზებაზე სახელმწიფო დაცვის დანიშვნასთან დაკავშირებით. როგორც პროკურატურაში განმარტეს, გვარამიამ შეთავაზებაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ მან დაცვა თავად აიყვანა. ნიკა გვარამიას დაკითხვა უკავშირდება მისი განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას, რომლის მიხედვით ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი – 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანისგან მიიღო ხელისუფლების მესიჯი, რომელიც მუქარასა და შანტაჟს შეიცავს. დღესვე გვარამიამ მედიასთან ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. "მე ვერ გავაკეთებ კომენტარს უშიშროების ორგანოების გადაწყვეტილებაზე. ეს მათი კომპეტენციაა. მე არ ვფლობ ინფორმაციას, რის საფუძველზე მოხდა ეს ყველაფერი. თუ იმ რაღაც ე.წ.ვიკილიქსის საფუძველზე, მაშინ, რა თქმა უნდა, სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ არ ვიცი, იქნებ რაიმე სხვა ინფორმაცია აქვთ, მათ შორის, "რუსთავი 2"-ის მიმართ არსებული საფრთხის შესახებ, არ ვიცი, ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე მგონია და შთაბეჭდილება მრჩება, რომ სინამდვილეში სრული ისტერიკაა, რომ ისტერიკაშია ამ ქვეყნის მთავარი ხელისუფალი ბიძინა ივანიშვილი, მათ შორის, გუშინდელი კონცერტის მერეც. მას ხომ ხალხის რაოდენობა ზოგადად, აშინებს. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი ამის შედეგია", – განაცხადა გვარამიამ. რაც შეეხება იმას, რომ შსს "რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეომეთვალყურეობის კამერების დამონტაჟებას და საპატრულო პოლიციის მუდმივ მორიგეობას გეგმავს, გვარამიას განცხადებით, "თუ უშიშროების ძალები ამბობენ, რომ დაცვა სჭირდება "რუსთავი 2"-ს და ამისთვის რაიმე ინფორმაცია აქვთ, მაშინ მათი ვალდებულებაა, რომ ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყონ“. "სამსახურში ვიქნები რამდენიმე ხანში და გავარკვევ რას გეგმავენ და რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ თუ უშიშროების ძალები ამბობენ, რომ დაცვა სჭირდება "რუსთავი 2"-ს და ამისთვის რაიმე ინფორმაცია აქვთ, მაშინ მათი ვალდებულებაა, რომ ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყონ, თუმცა იმედია, შიგნით შემოსვლას და თვალთვალს არ აპირებენ", – განაცხადა გვარამიამ. 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
გარდა ამისა, შსს განსაკუთრებულ ზომებს იღებს და "ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეომეთვალყურეობის კამერების დამონტაჟებას და საპატრულო პოლიციის მუდმივი მორიგეობის დაწესებას გეგმავს.

სიახლეები

ევროკავშირში “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო

ევროკავშირში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ბრიუსელი ადასტურებს. ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის...

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ...

პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“...

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა- მარკ რუტე

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და...