მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი ,,უნიჭო ნაციონალებზე'' და მათ სიზმრებზე NDI - ის კვლევის შედეგების...

ბიძინა ივანიშვილი ,,უნიჭო ნაციონალებზე” და მათ სიზმრებზე NDI – ის კვლევის შედეგების სახით

Published on

 საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა:

“ ახალაიას, მერაბიშვილის, უგულავას სასამართლო გაიხსენეთ, რუსთავი 2-ის და სხვა ნებისმიერი თემა. სულ ამბობენ – ივანიშვილის პირადი პატიმარი, ივანიშვილის პირადი პრობლემა, ყველა ბრალდების ადრესატი მე ვარ. სწორედ ეს მაძლევს საფუძველს იმისას, რომ საზოგადოებაში ძალიან დიდი პოპულარობა და ნდობა მაქვს. მათი გინება და წყევლა სწორედ რომ საზოგადოების მხრიდან ლოცვად მოდის. იმდენად უნიჭოები არიან, ესეც ვერ გააცნობიერეს. ”

“ საუბედუროდ, დღევანდელი ჟურნალისტიკა, ტოჟე, მსხვეპლია ძალიან ხშირად მათი ძალადობის. ძალადობა დღეს მათი დარჩა სიცრუეში და ამ აგიტაციაში, 9 წლის განმავლობაში რაც, მათ ძალიან კარგად იცოდნენ და რასაც, ძალიან კარგად იყენებდნენ. ”

 ,,მე, NDI-ის ამ ბოლო კვლევას დავარქვი "ნაციონალური მოძრაობის" სიზმარი, – NDI არის საპატივცემულო ორგანიზაცია ჩემთვის, ისევე როგორც IRI. მათ ბევრი პროექტი განახორციელეს და დააფინანსეს საქართველოში და იმედი მაქვს გააგრელებენ. შესაბამისად, მე ერთი საეჭვო სიტყვაც არ მომიბრუნდება ამ ორგანიზაციის მიმართ. NDI-ის შემთხვევაში ამ კვლევებს აწარმოებს თურმანიძე, რომელიც დაფუძნებულია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ და IRI-ის ცქიტიშვილი, ესენი არიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. მე NDI-ის ამ ბოლო კვლევას დავარქვი "ნაციონალური მოძრაობის" სიზმარი, რაც ელანდებოდათ ის ესიზმრებოდათ. NDI-ის მე უდიდესი პატივისცემით მოვიხსენიებ, დღესაც მათ აქვთ უდიდესი გამოცდილება. ეს კვლევები მიუხედავად ჩვენი დიდი მცდელობისა, დარჩა ამ რანგში და მე არ ვეძახი ამ კვლევებს კვლევებს. ეს არის თურმანიძის კვლევები შეთანხმებული და შეთავსებული "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ეს არის მათი სიზმარი, რაც აქ დაიდო და არაფერი საერთო არ აქვს სინამდვილესთან"

 

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...