მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შესახებ

ბიძინა ივანიშვილი პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შესახებ

Published on

ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში ისუბრა პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შესახებაც.

   "ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ცდილობს. მე მგონი დღითიდღე იზრდება და კარგ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა, მაგრამ მისი გამოსვლა არც მე არ მომეწონა. მას ზედმეტი ემოციურობა ახლდა. როგორც მოქალაქეს აქვს ამის უფლება, მაგრამ ის არის მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი და მას მეტი პასუხისმგებლობა მართებს. რაც შეეხება იმ პრეტენზიებს რაც თქვენ გაქვთ, რომ იქნებ ირაკლი უფრო მემორჩილება – ჯერ მე არ ვაკადრებ ჩემ თავს, რომ ზედმეტი მივანიშნო. აი თუ გნებავთ ეს მაგალითიც ავიღოთ – რამდეჯერმე მითხოვია მისთვის, მოერიდე ემოციურობას, მაქსიმალურად პრაგმატული იყავი-მეთქი, მაგრამ გაითვალისწინა? – ახალგაზრდაა" ,

"მას ( გიორგი მარგველაშვილს – ო.ნ.) მოუწევს განმარტებების გაკეთება. ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელიც ხატავს სიტუაციას, რომ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიდის ქვეყანა, უნდა რომ მხარი მხოლოდ ამ დაუძლურებულ ძალას დაუჭიროს და "გააპრაოს". ის ვინც აკეთებს ასეთ განცხადებას, სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს. აბა ნახეთ, მარგველაშვილის განცხადების შემდეგ 2 საათში "ნიუ იორკ თაიმსი" აქვეყნებს სტატიას და აქებს პრეზიდენტს. ვისი გაკეთებულია ეს? მარგველაშვილს სად აქვს ამის რესურსი? – არ დაგვავიწყდეს იაკობაშვილი, რომელიც დღემდე რჩება ამერიკაში "ნაციონალური მოძრაობის" ელჩად ან ვინმე ამის მსგავსი. "ნიუ იორკ თაიმსში" სტატიის გამოქვეყნება არ არის იოლი და ამ შემთხვევაში კიდევ 5 წუთში გამოქვეყნდა".

": როდესაც პრეზიდენტი დაუკითხავად, ისე შევიდა სააკაშვილის საპრეზიდენტო სასახლეში, რომ არც კანონი და არც არავითარი ფორმა არ დაიცვა, მაშინ როცა კანცელარიაში ჰქონდა ყველანაირი პირობა და ღარიბაშვილზე 2-ჯერ, 3-ჯერ მეტი კაბინეტი და ა.შ, მე და უსუფაშვილს გვქონდა ძალიან ჩაჭიდებული საუბარი. უსუფაშვილს დავუმტკიცე, რომ პრეზიდენტი არასწორად მოიქცა და ამაზე შესატყვისი აქცენტები უნდა გაკეთებულიყო. მან საუბარშივე მითხრა, რომ, მართალია არ ჰქონდა არგუმენტები ჩემი არგუმენტების საწინააღმდეგოდ, მაგრამ პოზიციას მაინც არ შეიცვლიდა და მაინც არ გააკეთებდა იმ აქცენტს, რაც სწორი იყო. მართლაც ის გამოვიდა ტელევიზიით და პრაქტიკულად "გააპრავა" პრეზიდენტის იქ შესვლა.'' 

 

სიახლეები

PSP ჯგუფი ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას -ოქრიაშვილი

PSP ჯგუფი 15 იანვარს საყოველთაო გაფიცვას უერთდება. განცხადებას ამის შესახებ კახა ოქრიაშვილი ავრცელებს და...

ისეთი ავტორიტარული რეჟიმი, როგორიც საქართველოშია, წააგებს – ადრე თუ გვიან – როთი

"ავტორიტარული რეჟიმი, როგორიც საქართველოშია, რომელიც ოპოზიციისა და კრიტიკული ხმების გაჩუმებას დაჭერების გზით ცდილობს, წააგებს....

რესტორან “ბაბილოსთან” საპროტესტო აქციაზე ოლიგარქის პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა

რესტორან "ბაბილოსთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოლიგარქის პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,...

“არაღიარების აქტი” ნიშნავს, რომ არ გვექნება ურთიერთობა არალეგიტიმურ მთავრობასთან – სტივ კოენი

რას ნიშნავს აშშ-ის კონგრესში "არაღიარების აქტის" ცალკე წარდგენა, რა დამატებით შრეს სძენს ეს უკვე...