რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ბოლო დროს მედიის ყურადღების ცენტრშია. სახელისუფლებო გუნდი ამბობს, რომ ის, რაც კომპანიაში ხდება სამართლებრივი დავაა ორ სუბიექტს შორის, თუმცა ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობოები და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქიბარ ხალვაშს მთავრობა იყენებს იმისთვის, რომ რუსთავი 2-ს თავისუფალი სიტყვის უფლება წაართვას. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა რაც არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ კურიერის სპეციალურ გამოშვებაში სკანდალური განცხადება გააჟღერა. გვარამიას განცხადებით, დაემუქრნენ მის ოჯახს და მას ვიდეოზე გადაღებული კონკრეტული ურთიერთობებით. დღეს რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესზე უამრავი ადამიანი მივიდა, მათ შორის პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. არხის მხარდასაჭერად ჯგუფები რეგიონებიდანაც ჩავიდნენ. ქალაქში გამოკითხულთა აზრით, ადგილობრივი მოსახლეობა მხარს უჭერს რუსთავი 2 და სიტყვის თავისუფლებას. სიტყვის თავისუფლებას მხარდაჭერას უცხადებენ ოპოზიციური პარტიის წევრებიც. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის საკრებულოს წევრი ანი წითლიძე ამბობს, რომ ეს არის ხელისუფლების ბრძოლა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. საკრებულოს წევრი თენგიზ ხარჩილავა კი აცხადებს რომ ქიბარ ხალვაში სამართლიანობისთვის იბრძვის. ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებული პოზიცია აქვს მმართველპარტიას. ზუგდიდის საკრებულოს წევრიკახა ფარცვანია ფიქრობს, რომ ეს არის ბრძოლა წართმეულიქონების დასაბრუნებლად. არასამთავრობო ორგანიზაციები მედიის თავისუფლების კუთხით განვითარებული საგანგაშო მოვლენებისა და რუსთავი 2-ზე ხელისუფლების მხრიდან განუწყვეტელი შეტევებისა და ზეწოლის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. მთავრობისგან განსხვავებით თავისუფალ სიტყვას და რუსთავი2-ს აბსოლუტური მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა მოსამართლე ურთმელიძეს არ მიიღოს ხისტი გადაწყვეტილება. პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა ოპოზიციური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან. ხოლო რაც შეეხება სასამართლო სხდომას, ის მომავალ ორშაბათს, 26 ოქტომბერს ჩაინიშნა.
რუსთავი 2 -ის საქმე – რას ფიქრობს საზოგადოება (VIDEO)
სიახლეები
სიახლეები
მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...
საზოგადოება
NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...
სიახლეები
კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე
ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...
სიახლეები
საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...