მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტთან კონსულტაციებში მონაწილეობაზე საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

პრეზიდენტთან კონსულტაციებში მონაწილეობაზე საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

Published on

ელისო ჩაფიძის განცხადებით  უმრავლესობაგანიხილავსთურამდენადღირსპრეზიდენტთან  კონსულტაციებშიმონაწილეობა და მონაწილეობის შემთხვევაში რა საკითხებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. "ჩვენი გუნდი შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენად ღირს ამ კონსულტაციებში მონაწილეობისმიღება და საერთოდ,რა წინადადებები დევს მაგიდაზე. არის ნაბიჯები, რომელსაც პოლიტიკოსები დგამენ, რომ გარკვეული აქტივობა გამოავლინონ, არის ნაბიჯები, რომელსაც შეუძლია კონკრეტულ შედეგებამდემიგვიყვანოს. თუ ეს ის ნაბიჯია,  რომელსაც ჩვენი შედეგამდე მიყვანა შეუძლია, ჩვენ მზად ვართ მასშიმონაწილეობის მისაღებად.  უბრალოდ იმისთვის,  რომ შევიკრიბოთ და კამერების წინაშე რაღაც გარკვეულიპოზიციები დავაფიქსიროთ, ამისთვის ძალიან ბევრი  სხვა საშუალება გაგვაჩნია. ღირს თუ არა ჩვენი მხრიდან მონაწილეობა და რა საკითხებზე უნდა გამახვილდეს ამ შეხვედრებზე ყურადღება,  ამას განვიხილიავთ", – განაცხადა ელისო ჩაფიძემ. 
  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციების გამართვის წინადადებით გუშინ გამოვიდა. პრეზიდენტი უკვე შეხვდა "თავისუფალი დემოკრატების",  "ნაციონალური მოძრაობის", არასაპარლამენტო ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლებს. 

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...