მთავარისიახლეებიპოლიტიკაNATO ყურადღებით აკვირდება რუსთავი 2 - ის გარშემო განვითარებულ...

NATO ყურადღებით აკვირდება რუსთავი 2 – ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს

Published on

რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით  საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ აცხადებს, რომ  მნიშვნელოვანია პროცესები სამართლიანად და გამჭვირვალედ წარიმართოს და მედიის თავისუფლება არ შეიზღუდოს.

"ეს ძალიან რთული სამართლებრივი საქმეა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ სცეს პატივი სამართლებრივ პროცესს, რომელიც უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა სამართლიანად გადაწყდეს რუსთავი 2-ის მფლობელობის საკითხი. ეს ადვილი არ არის, თუმცა, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ მედია დარჩეს თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე და საქართველოს ყველა მოქალაქე პატივს სცემდეს მას, როგორც ქვეყნის დემოკრატიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კომპონენტს.

საერთაშორისო ორგანიზაციები, NATO-ს ჩათვლის, ყურადღებით აკვირდებიან განვითარებულ მოვლენებს. მნიშვნელოვანია, რომ პროცესს თვალყურს ადევნებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს არის საქართველოს NATO-სა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ნაწილი. ჩვენ ვცდილობთ, ამ ყველაფერს დაბალანსებული და სამართლიანი სივრციდან დავაკვირდეთ და იმედი გვაქვს, სამართლიანობა ამ პროცესში უპირატეს მდგომარეობაში იქნება", – თქვა უილიამ ლაჰიუმ.

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...