მთავარისიახლეებისაზოგადოებაწუხელ თავს დაესხნენ ნაციონალური მოძრაობის ოფისს ფოთში

წუხელ თავს დაესხნენ ნაციონალური მოძრაობის ოფისს ფოთში

Published on

წუხელ გვიან ღამით თავდასხმა მოხდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთ ოფისზე. ფოთის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს დაზიანებული დახვდათ შენობის ფასადი. "ნაციონალების" ოფისი ქალაქის ცენტრში, აღმაშენებლის ქუჩაზე მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარეობს. 

მომხდარში პარტიის წევრები  მომხდარს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებენ  და პასუხისმგებლობას ,,ქართულ ოცნებას" აკისრებენ. ისინი სამართალდამცავი ორგანოებისგან ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. 

მმართველი გუნდის ადგილობრივი წარმომადგენლები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. 

შეგახსენებთ, ოფისის დარბევა ორი დღის წინათაც მოხდა – 20 ოქტომბერს დილით  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მისულ წევრებს, ფასადი კვერცხებითა და საღებავებით დასვრილი დახვდათ. 

ნაციონალური მოძრაობის ოფისები დარბეულია სულ 7 ქალაქში. 

 

სიახლეები

ომბუდსმენმა ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. სახალხო...

Bloomberg – პარიზის შეხვედრაზე უკრაინაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებაზე იმსჯელებენ

ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს...

ზუგდიდში სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

ზუგდიდში კაცმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა |...

მოკლული გიგა ავალიანის ოჯახი დღეს პროკურატურასთან აქციას აანონსებს

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - მოკლული გიგა ავალიანის ოჯახს ოპასუხი არ მიუღია. მოკლული მასწავლებლის დედა...