მთავარისიახლეებიპოლიტიკაპროცესზე მოსამართლის გადაწყვეტილებით არხის დირექტორი არ დაიშვება და არც ჩაწერა...

პროცესზე მოსამართლის გადაწყვეტილებით არხის დირექტორი არ დაიშვება და არც ჩაწერა მოხდება სიგნალის მეშვეობით

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერთა რიცხვი მატულობს, აქ  იმყოფებიან ტელეკომპანიის ჟურნალისტები, თანამშრომლები, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცნობადი სახეები და მოქალაქეები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ "რუსთავი-2"-ს.

პროცესი ხმაურიან ვითარებაში დაიწყო – მოსამართლის გადაწყვეტილებით,  სასამართლო დარბაზში არ დაუშვეს ტელეკომპანის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ამის მიზეზად მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დაასახელა ის, რომ წინა პროცესზე გვარამიამ შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს. ამასთან, მისი თქმით, გვარამიას შოუს ელემენტები შეაქვს პროცესზე. 

პროცესის დაწყების წინ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს სასამართლო სხდომის ოფისში სიგნალის მეშვეობით ჩაწერის უფლება არ მისცა. ამის შესახებ მან განაცხადა ტელეკომპანიის მიერ სასამართლოში  წარდგენილი განცხადების პასუხად, რომელშიც იგი ითხოვდა პროცესის   სპეციალური სიგნალით ჩაწერის უფლებას, იმ პირობის დაცვით, რომ პროცესის არ იქნება ტრანსლირებული  პირდაპირ ეთერში. ურთმელიძის  თქმით, ამ უფლებას ვერ მისცემს ტელეკომპანიის ოპერატორს, რადგან წინა სხდომაზე დაუშვა ეს უფლება და მოხდა პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება.

მოსამართლეს ტელეკომპანიის ჟურნალისტმა, ნათია ტრაპაიძემ უთხრა, რომ პირდაპირი ტრანსლირება არ მომხდარა და ეთერში გავიდა ჩანაწერი, რომელიც დამონტაჟდა. 
თამაზ ურთმელიძემ მას განუმარტა, რომ არ მიუცია მისთვის პოზიციის დაფიქსირების უფლება და მოსამართლის განჩინების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება შეუძლიათ.
ასევე, თამაზ ურთმელიძე ტელეკომპანიის ოპერატორს დაპირდა, რომ პროცესის ჩაწერისას მეხსიერების ბარათის და კვების წყაროს შეცვლაში მანდატურის სამსახური დაეხმარება. 

 

 

სიახლეები

თბილისში 22 წლის ბიჭი დაჭრეს

თბილისში 22 წლის პირი დაჭრეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცხელებს. გელა გელაძის უწყების...

UK და საფრანგეთი უკრაინაში მრავალეროვნულ სამშვიდობო ძალებს გაგზავნიან

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში...

კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საშობაო ეპისტოლე. გთავაზობთ სრულ ტექსტს: სრულიად...

ომბუდსმენმა ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. სახალხო...