მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია უარყოფს საზოგადოებაში გავრცელებულ ვარაუდს, რომ მასთან მთავრობის დანაბარების მიმტანი ...

ნიკა გვარამია უარყოფს საზოგადოებაში გავრცელებულ ვარაუდს, რომ მასთან მთავრობის დანაბარების მიმტანი შეიძლება გედევან ფოფხაძე იყოს

Published on

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. გვარამიამ გენერალურ პროკურატურას გუშინდელი განცხადების შესახებ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია. იგი დაკითხვაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატთან ლევან ვეფხვაძესთან ერთად მივიდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმდჯომარის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელს იურიდიული დახმარება მათ თავად შესთავაზეს. 

"ჩემი ადვოკატი არ იმყოფება საქართველოში. ვიდრე ახალ ადვოკატს ვიპოვიდი, დრო დამჭირდა და შევთანხმდით ამ დროზე.

ვაპირებ დავასახელო  ადამიანი, რომელმაც ეს ინფორმაცია მომიტანა და არა – მემუქრებოდა. ის იყო ინფორმაციის მომტანი მთავრობისგან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მან ეს გააკეთა. ეს ადამიანი ასეთად ირაკლი ღარიბაშვილმა დამისახელა 2013 წლის ბოლოს. ამ ადამიანს ვიცნობ, ვენდობი და მთავრობასთანაც აქვს მას ურთიერთობა. ეს ადამიანი იყო მესენჯერი ჩვენს შორის. ეს ადამიანი არ არის გედი ფოფხაძე. ის არის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, თუმცა არა მაღალი თანამდებობის პირი," – განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

რუსთავი 2-ის დირექტორმა პროკურატურაში მიიტანა ის ვიდეომასალა, სადაც ასახულია იმ პიროვნების რუსთავი 2-ში შესვლა, რომელმაც მას სამთავრობო მესიჯები გადასცა. 

მთავარ პროკურატურასთან იმყოფებიან ჟურნალისტები და ნიკა გვარამიას ოჯახის წევრები.

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...