მთავარისიახლეებისაზოგადოებამთავრობის ჩართულობა რუსთავი 2 - თან დაკავშირებულ მოვლენებში გამორიცხულია - აცხადებს პრემიერ-მინისტრი

მთავრობის ჩართულობა რუსთავი 2 – თან დაკავშირებულ მოვლენებში გამორიცხულია – აცხადებს პრემიერ-მინისტრი

Published on

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დილით, მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, რომ    "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებში, მთავრობის ჩართულობა  აბსოლუტურად გამორიცხულია.

". ეს არის კერძო დავა ორ სუბიექტს შორის, სააკაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის", – განაცხადა ღარიბაშვილმა. 
მისივე თქმით, ქიბარ ხალვაშმა 3 წლის განმავლობაში ვერ მიაღწია მის მთავრობასთან სამართალს, ვერ აღიდგინა დარღვეული უფლებები, ვერ დაიბრუნა წართმეული ქონება. 
"იმიტომ, რომ ჩვენ ასე მიგვაჩნდა და მიგვაჩნია ხელისუფლების ჩარევა ნებისმიერი ფორმით ისეთ საკითხებში, რომელიც უკავშირდება მედიის საქმიანობას, არის ყოვლად მიუღებელი. სწორედ ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩვენი მთავრობის პოზიციას, რომ ჩვენი ჩართულობა ამ საქმეში არის აბსოლუტურად გამორიცხული", – განაცხადა ღარიბაშვილმა. 
იგი   მოუწოდებს ყველას,  მისცენ საშუალება ,,დამოუკიდებელ, თავისუფალ სასამართლოს იიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და ამის შემდეგ მხარეებს ექნებათ საშუალება და უფლება, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანონ''. 

"ჩვენ ვუზრუნველვყობთ მშვიდ და სტაბილურ გარემოს ყველგან და არც ერთ მხარეს არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის საშუალებას", – განაცხადა პრემიერმა. 

სიახლეები

ომბუდსმენმა ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. სახალხო...

Bloomberg – პარიზის შეხვედრაზე უკრაინაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებაზე იმსჯელებენ

ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს...

ზუგდიდში სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

ზუგდიდში კაცმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა |...

მოკლული გიგა ავალიანის ოჯახი დღეს პროკურატურასთან აქციას აანონსებს

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - მოკლული გიგა ავალიანის ოჯახს ოპასუხი არ მიუღია. მოკლული მასწავლებლის დედა...