მთავარისიახლეებისაზოგადოებახელისუფლებაში დარჩენილი ერთადერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პირის განცხადება- ასე შეფასდა საქართველოს...

ხელისუფლებაში დარჩენილი ერთადერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პირის განცხადება- ასე შეფასდა საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ბრიფინგზე

Published on

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ  ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის შესანარჩუნებლად  პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან კონსულტაციებს იწყებს: „არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სდიპლომატიურ კორპუსთან, იმისთვის რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენთვის უმნიშვენელოვანესი კონსტიტუციური წესრიგი ჩვენ ქვეყანაში.“-.

მან მოუწოდა მოსამართლე ურთმელიძეს, თავი შეიკავოს ხისტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებისგან .„მოვუწოდებ მოსამართლეს, რომ არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც უფრო დაძაბავს სიტუაციას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი  განცხადებებისათვის, რომლითაც სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად ქვეყანაში დაძაბულობის ესკალაციას შეუწყო ხელი: და მოუწოდა მთავრობას თავი შეიკავოს მსგავსი შეფასებებისაგან. 

პრეზიდენტის საგანგებო განცხადებას  რუსთავი 2 – ის დასაცავად შეკრებილები ტაშით შეხვდნენ.   არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მიესალმება ,,ხელისუფლებაში დარჩენილი ერთადერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პირის, საქართველოს პრეზიდენტის''  განცხადებას

 

სიახლეები

ომბუდსმენმა ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. სახალხო...

Bloomberg – პარიზის შეხვედრაზე უკრაინაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებაზე იმსჯელებენ

ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს...

ზუგდიდში სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

ზუგდიდში კაცმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა |...

მოკლული გიგა ავალიანის ოჯახი დღეს პროკურატურასთან აქციას აანონსებს

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - მოკლული გიგა ავალიანის ოჯახს ოპასუხი არ მიუღია. მოკლული მასწავლებლის დედა...