მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპის სახალხო პარტია საქართველოში შექმნილ სიტუაციას დემოკრატიის უკუსვლად აფასებს

ევროპის სახალხო პარტია საქართველოში შექმნილ სიტუაციას დემოკრატიის უკუსვლად აფასებს

Published on

ევროპის სახალხო პარტიამ  მადრიდში გამართულ ყრილობაზე ერთხმად მიიღო რეზოლუცია – "დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში", რომლის 5 პუქტიდან ორი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს ეხება.

დოკუმენტის თანახმად, რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით დაწყებულ კამპანიას საქართველოს მთავრობა უჭერს მხარს, ტელეკომპანიის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები კი წინასასამართლო პატიმრობაში იმყოფებიან.

"ეს სახიფათოა ტელეარხისთვის, მედიის პლურალიზმისთვის, გრძელვადიან პერიოდში კი ქართული დემოკრატიისთვის. დღეს, ამიტომაც წამოვწიეთ კონგრესზე კონკრეტულად რუსთავი 2-ის საკითხი და მომავალ კვირას პარლამენტის სხდომაზეც დავაყენებთ. რადგან ტელეარხის ხელში ჩაგდება სასამართლოს მანიპულირების გზით გაუგონარი რამაა და ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს. ეს იქნება უარყოფითი სიგნალი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ფონზე" – განაცხადა EPP-ის წევრმა იაცეკ სარიუშ ვოლსკიმ.

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...